მთავარი » 2017 » დეკემბერი » 12 » რობერტ მესხი - კვაზარები / robert meskhi - kvazarebi
2:47 PM რობერტ მესხი - კვაზარები / robert meskhi - kvazarebi
ნათლისღებაა. მანათობელი კორსეტები ჩაუცვამთ ხეებს, ქუჩა შუშხუნა ღვინოების საცობებს იყრის ფართო ჯიბეში. მთვარეა ქუჩის კუტურიე, - საბოს ჩააცმევს ამ სეზონზე, თმებს დაუმოკლებს, ყელსა და მკლავებს დაუმშვენებს ბროლის მძივებით.
ეს მირაჟია. კვაზარები... სვეტიცხოველში, დასავლეთის კედლის ფრესკაზე, ბრუნავს მარიხი, ასპიროზი ღვინოს მიირთმევს...
ნიშნობის ბეჭედს წონის ახლა შენი სასწორი, გიხსენებს ვერძი...
სვეტიცხოველი ცას სწვდება და... ცაა შიგნიდან.
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 770 |
დაამატა: nikolozqartveli
| ტეგები: poezia, leqsi leqsebi, leksi leksebi, ლექსი, robert mesxi, ლექსები, პოეზია, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|