Загрузка...
რობერტ მესხი - უძილობის სეზონი / robert meskhi - udzilobis sezoni - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - უძილობის სეზონი / robert meskhi - udzilobis sezoni


4:32 PM
რობერტ მესხი - უძილობის სეზონი / robert meskhi - udzilobis sezoni
შენ რომ დასახლდი
ის კუნძული
სინამდვილეში ცისფერი ვეშაპის ზურგია
ქოლგით და წვიმიანი მარტოობით,
რომლითაც გაძარცვული ტყეები
ზამთრის დეფილეზე გამოდიან.

ახლა უძილობის სეზონია...
ცივა
და ლექსებში გათოშილი მეთოვლიები სახლდებიან.

ოდესღაც პონტ-მარის ხიდზე
კელაპტრებით ხელში
მე და შენ ერთმანეთი გვიყვარდა.

მას შემდეგ ფოფოდიების საღამოზე დავდივარ,
ჩალის ცხენების დოღზე,
ინტერნეტ-სივრცეში ნერვიულ კურსორს დავაცეცებ,
შენს გვერდებს ვპოულობ,
თოვლის ზეწარივით ცარიელს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 780 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0