Загрузка...
რობერტ მესხი - ქალაის / robert meskhi - qalais - 11 დეკემბერში 2017 - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-12-22, 5:02 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2017 » დეკემბერი » 11 » რობერტ მესხი - ქალაის / robert meskhi - qalais


4:29 PM
რობერტ მესხი - ქალაის / robert meskhi - qalais


ვწერ ვინმე მ ე ს ხ ი მელექსე,
ვუმღერ ამ ცას და ამ ქედებს,
თოლნი დამაწყდა, ქალაუ,
შენ კი ერთხელ არ მამხედე.

წამისად ქართა ფრთად იქეც,
მთას შასწვდი, ხანაც ველობდი...
აღარ მოხვედი, ქალაუ,
მე რომ ტყის პირას გელოდი,

აღარც პასუხი მითხარი,
სტუმარი მაიმიზეზე,
უცხო რამ კვალი შევნიშნე
მაგ შენს ქათქათა კისერზე.

დავბრუნდი, დავრეტიანდი,
დავიძმობილე ხელადა,
ჩეროში დამსვი ხანდახან,
თუ უსაშველოდ ცხელა და,
ისიც სთქვი, მ ე ს ხ ი მელექსე
ასე ვინ გაახელა და...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 677 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: leqsi leqsebi, poezia, ლექსი, leksi leksebi, robert mesxi, პოეზია, ლექსები, robert meskhi, რობერტ მესხი, poetry | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  დეკემბერი 2017  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0