ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 8:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



კარლო კაჭარავა - მერცხლები / karlo kacharava - merckhlebi


მერცხლები —
თავგადასავლების მაძიებლები,
უკვე დაძველებული
ფრანგული ფილმიდან,
გახარებულნი ულოცავენ ერთმანეთს გამდიდრებას.
მერცხლები —
რომლებიც სახლის თავზე ტრიალებენ,
ოდესღაც მიფრინავდნენ ვან ხესთან.
მერცხლები დაფრინავდნენ
პატარა ჟან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1184 / თარიღი: 2017-10-12 / 7:39 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - სიყვარული / lasha margiani - sikvaruli


განწირულია სიყვარული,
რომლის ერთგულებაც
იმ ადამიანის თმენას ჰგავს,
რომელიც
მარხვის დამთავრებას ელოდება.

სიყვარული
არის მარხვა,
რომელიც
არ ხსნილდება.

ლაშა მარგიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 931 / თარიღი: 2017-10-12 / 7:22 PM / ხუთშაბათი

შოთა იათაშვილი - ლირიკა / shota iatashvili - lirika


შენი თოჯინაა ლირიკა,
კაბას ხდი და აცმევ, ვარცხნი,
იჭერ ცალი ხელით და აყირავებ,
რათა მინაბოს თვალები,
მეორე ხელის თითებით კი
აპრეხილ წამწამებში წასწვდები ხოლმე
და ცალ თვალს ახელინებ,
ცივად მომზირალს,
გაუგებარი ფერისას _
ახელინებ, ახუჭვინებ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 746 / თარიღი: 2017-10-12 / 7:20 PM / ხუთშაბათი

ირაკლი ბერია - ჩემი სისხლის სამართალი / irakli beria - chemi siskhlis samartali


მე შემიძლია
დაუფიქრებლად მოგცე
მეორე დადებითი.

ეს არის
ჩემი სისხლის
სამართალი.

ირაკლი ბერია



კომენტარები: 0 / ნანახია: 974 / თარიღი: 2017-10-12 / 5:48 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მატარებლები / nika cherqezishvili - matareblebi


თუ მატარებლები სადგურში დგანან,
ადამიანები როგორღა გვტოვებენ?

უცებ რომ მორჩეს ყველაფერი
და თვალები აღარ იყოს თვალები
და ხელები აღარ იყოს ხელები
და გული აღარ იყოს გული...
მე არავინ მყავს,
ვინც ადგილზე გაიყინება.

უცნაურია,
ბედნიერე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 805 / თარიღი: 2017-10-12 / 3:40 PM / ხუთშაბათი

ნინია ნადირაძე - ასეც ხდება / ninia nadiradze - asec khdeba


ასეც ხდება -
ქუჩაში მიდიხარ,
და ის დღეები წინასწარ გტკივა,
აქ რომ ვერასდროს ვეღარ გაივლი,
და საკუთარ სულს, ხელჩაკიდებულს,
ბავშვივით ნელა მიასეირნებ,
რომ ყველაფერი დაიმახსოვროს..

ნინია ნადირაძე



კომენტარები: 0 / ნანახია: 976 / თარიღი: 2017-10-12 / 3:33 PM / ხუთშაბათი

ოთარ ჭილაძე - მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! / otar chiladze - m i k v a r k h a r !


რა მოხდა თუკი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით,
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების
და მეც ამ დიდი კანონის ნებით
მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !
მაგრამ ამ სიტყვას ახლა
იაფი სცენის სურნელი ახ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 903 / თარიღი: 2017-10-12 / 3:30 PM / ხუთშაბათი

მიხეილ ქვლივიძე - მე მოვალ შენთან / mikheil qvlividze - me moval shentan


მე მოვალ შენთან გუშინ ან შარშან,
შენ მოხვალ ჩემთან ხვალ ან გაისად,
როცა კვირტები დაიწყებს გაშლას,
როცა ხეხილი ნაყოფს დაისხამს;

როცა მე და შენ იმდენად დაგვღლის
ამქვეყნად ჩვენი როლის თამაში,
რომ მე დაგითქვამ შეხვედრის ადგილს
სადმე წარსულში ან მომავალ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 991 / თარიღი: 2017-10-12 / 3:27 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - ჰაერი / nika cherqezishvili - haeri


ჰაერი მჭირდება,
ოღონდ ის არა,
რომლითაც ვსუნთქავ.

...

ჰაერს ცვლის შორი მანძილი ადამიანებამდე.
ჰაერს ცვლის სიჩუმე.
ჰაერს ცვლი შენ.

ნიკა ჩერქეზიშვილი



კომენტარები: 0 / ნანახია: 845 / თარიღი: 2017-10-12 / 3:25 PM / ხუთშაბათი

ოთარ ჭილაძე - დე, ასე ქროდეს .. / otar chiladze - de, ase qrodes ..


დე, ასე ქროდეს, ქროდეს და ქროდეს,
ფრთებდაგლეჯილი ქვითა და ქვიშით...
მე მინდა ჩემგან სახსოვრად გქონდეს
ამ ქარის უცებ ჩადგომის შიში.

ეს სულ არ არის ამინდის ბრალი,
არც ღვინის ბრალი... მეც ვგრძნობ და ვიცი,
თუმცა ხეები გვანან დღეს მთვრალებს
და მტკვარიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 823 / თარიღი: 2017-10-12 / 3:22 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 64 65 66 67 68 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0