ლექსები - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-11-17, 8:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ირაკლი ჩარკვიანი - მე მოგცემ ძალას... / irakli charkviani - me mogcem dzalas...


მე მოგცემ ძალას,
მოერიო დაჯანგულ ფრთებს.
ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს,
შენ იცი სიყვარული,
აზრი აღარ აქვთ წლებს.
მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს,
მე აღარ წავალ ისევ — მოგაბეზრებ თავს.

ირაკლი ჩარკვიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2017-10-12 / 10:56 PM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - ნიქოზის გაზაფხული / robert meskhi - niqozis gazafkhuli


ნიქოზის გაზაფხული

გივარგი,
რომელი ხის ქვეშ დამარხავ ჩვენი მამებისა და დედების სინანულს?
ეგეც იქით იყოს,
ჩვენი თვალნათელი გოგო-ბიჭების სინანულს რას უზამ, -
რა მახრას შეუსევ?
რა ნაცარს წააყრი?

ეზოში ქვის ზღარბები და ბაჭიები დაგირბის.

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 895 / თარიღი: 2017-10-12 / 10:18 PM / ხუთშაბათი

თორრნიკე ნაროზაული - ციკლიდან "Александра" / torrnike narozauli - ciklidan aleqsandra


ციკლიდან - "Александра"

"იქნება ომი?" - შენ კითხულობ. მე გეუბნები -
"აბა რა წყალში გადავხტებით, ომში თუ არა!"

დგანან ბოზები, ვით ქალაქის გარეუბნები,
ჩამქარალ თვალებით, არიგებენ მკვახე უარებს,

რადგან ხანდახან მათაც ეწ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 949 / თარიღი: 2017-10-12 / 10:10 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - აოკიგაჰარა (საქმე გაცილებით ცუდად არის) / lasha margiani - aokigahara (saqme gacilebit cudad aris)


ჩვენ ვდგავართ "ხეების ზღვაში",
სამართებელივით ბასრი ტალღების ქვეშ.
ის, ვინც დაბლაა - ნელა იხრჩობა,
ვინც მაღლა ადის - სწრაფად ახრჩობენ.
თუ გინდა, ზედაპირზე ააღწიო,
უნდა ჩაიწყვიტო გული,
როგორც კოჭებზე მობმული ქვა, რომლითაც ჩაგძირეს.

ჩვენ სა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 896 / თარიღი: 2017-10-12 / 10:02 PM / ხუთშაბათი

ზვიად რატიანი - მოცემულობა / zviad ratiani - mocemuloba


მოცემულობა

სულ მინდა შენზე ისე ვწერო,
თითქოს არსებობ.

და ყოველთვის ისე გამომდის,
თითქოს თვითონ გამოგიგონე.

ზვიად რატიანი



კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2017-10-12 / 9:54 PM / ხუთშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - მეოცნებეები / nika cherkezishvili - meocnebeebi


ერთი სიცოცხლით მეტს ცოცხლობენ
მეოცნებეები.

...

ვუყურებ,
ახლა,
გვირილებით ყვითლად დალაქულ ჩემს შარვალს
და ვფიქრობ,
რომ არ არსებობს გადაულახავი ბარიერები,
დაბრკოლებები,
როცა გინდა მიაღწიო ადამიანამდე,
მიხვიდე
და გულში ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1022 / თარიღი: 2017-10-12 / 9:09 PM / ხუთშაბათი

ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


ჩვენ ერთმანეთის ტკივილების
ბრმა თვითმხილველები ვართ,
ყრუ მსმენელები,
მუნჯი მანუგეშებლები,
ვცოცხლობთ ისე, თითქოს არაფერი გვემუქრება,
არაფერი შეგვემთხვევა,
არასდროს მოვკვდებით,
სიცოცხლე ხომ უფრო ხანგრძლივი და ტკბილი უნდა იყოს,
კანონმორჩილი, წესების მი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1050 / თარიღი: 2017-10-12 / 9:00 PM / ხუთშაბათი

ბექა აბუთიძე - ვენიდან შენი "Gutten Abend" - ციკლიდან "ხუთი რიცხვი და სამი საათი" / beqa abutidze - venidan sheni guten abendi - ciklidan "


ვენიდან შენი "Gutten Abend" - ი,
თბილისის დროით - ღამე მშვიდობის.
სამი საათით ადრე დაბერდა
ხუთი იანვრის უამინდობა.

აქ, ისევ ისე, ბნელი სარდაფი,
ლოგინთან ახლოს - ასანთი, წყალი.
გატეხილ სკამზე მანტოს გადავფენ,
მცივა და ვწვები ტანსაცმლიანი,< ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 953 / თარიღი: 2017-10-12 / 8:48 PM / ხუთშაბათი

თორნიკე ჭელიძე - ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე... / tornike tchelidze - albat shen tu ar khar damnashave...


ალბათ შენ თუ ხარ დამნაშავე,
- ვერ შეესწარი.
ცრემლივით ვერ ჩაუდექი თვალებში,
სისხლივით ვეღარ შეადედდი,
თავი ვეღარ აფიქრებინე,

მაშინ, - როდესაც ჩიტებიც კი ერთად მიდიან,
მცირე ნიავით, იზიდავენ ტოტები - ტოტებს
და პლანეტები უსასრულო, ღია კოსმოსში
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 844 / თარიღი: 2017-10-12 / 8:35 PM / ხუთშაბათი

რობერტ მესხი - კ ა რ დ ი ო გ რ ა მ ა / robert meskhi - k a r d i o g r a m a


კავკასიონის მწვერვალებს მიუყვება
ჩემი კარდიოგრამა.
რამდენიმე ამოვარდნა მაქვს –
უშბა,
თეთნულდი,
მყინვარწვერი;
იშემიის ნიშნები –
როკი და საკენი,
წლების წინ ნაინფარქტალი – იალბუზი.

მინდვრის ზამბახი ვარ.
მეც მიყვარხა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 834 / თარიღი: 2017-10-12 / 8:19 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 63 64 65 66 67 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0