ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 2:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ბექა ყორშია - დიდების დამალობანა / beqa korshia - didebis damalobana


დამალობანას დიდები

ასე თამაშობენ —
ტკივილით შეშლილ თავიანთ სულებს
თავიანთ სხეულებს უმალავენ.

ბექა ყორშია

კომენტარები: 0 / ნანახია: 1022 / თარიღი: 2017-10-11 / 12:35 PM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - * * * / nika cherqezishvili - * * *


შენ ახლა შორი ხარ.
შორი და უჩემო...
აქ, ჩემთან, ოთახში
კვლავ ჩუმად დადიან.

არ მინდა, რომ ვინმეს
ტკივილი ვუჩვენო...
ასე ვარ, როდესაც
ტკივილი ნაღდია.

დღეს ისევ მარტო ვარ...
გთხოვ, ხელი მომკიდე.
ვგრძნობ, შენი სითბოა
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 777 / თარიღი: 2017-10-11 / 12:28 PM / ოთხშაბათი

ლაშა მარგიანი - * * * / lasha margiani - * * *


ახველებ, არაფრით ამოგდის ნახველი,
ახველებ, ფილტვებზე ნეკნები გიჭერს,
უბრალოდ გტკივა და ოცნებობ წახვიდე,
არ გინდა, მთელი დღე ფანჯრებთან იჯდე.

და თუმცა ქარია, ძლიერი ქარია,
იხრჩობი, ჰაერი არ გყოფნის მაინც
და რაღაც გაწვება, შიგნიდან ძალიან
ისე, რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 760 / თარიღი: 2017-10-11 / 12:20 PM / ოთხშაბათი

***


გემს ქარიშხალი არბევს..
სიკვდილს ვებრძოდით მედგრად..
მაინც მოგვტაცა მგზავრი-
ზღვა გადაგვექცა ცრემლად.
ქარი იალქანს დაღლის!
გულს, ნაღველი და სევდა..
დედა იტევდა სიკვდილს-
შვილო, დაიტევ დედას!?
კეთილი არის ბოლო..
როცა მთავარი რჩება!
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2017-05-24 / 5:28 PM / ოთხშაბათი

:* :* :*


თავს ვაღწევ ჩემთვის განკუთვნილ ჩარჩოს!
გისოსებს,კედლებს ვანგრევ სრულიად!
და უფლის ხატად ვიწყებ სიარულს!
და უფლის მსგავსად ჯვარცმა მწყურია!

კომენტარები: 0 / ნანახია: 1185 / თარიღი: 2017-02-20 / 8:49 PM / ორშაბათი

რუტინა!


ვერ ვიპოვე წყაროსთვალი
რაც ვსვი წყალი–იყო მარა!
ვერ ვიახლე უფალი და
ბოლთას ვცემდი წარა_მარა!

რეფიდიმის წრეში ვდგავარ!
არც კვერთხი მაქვს ( დავკრა კლდეებს!)
ან რა ძალით შევერკინო
თავს დატეხილ ყამალეკებს!

და აღმართულ სამსხვერპლოსაც
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1164 / თარიღი: 2017-02-19 / 2:25 PM / კვირა

ბექა აბუთიძე - ფეხებზე მკიდია / beqa abutidze - fekhebze mkidia


ფეხებზე მკიდია, რომ კანის სიყვითლე
და ფილტვის კიბო მოაქვს ნიკოტინს.
გზის ფულით დღეს ისევ ყვავილი ვიყიდე,
უბრალოდ წვიმდა და უბრალოდ მინდოდი.

ბექა აბუთიძე

კომენტარები: 0 / ნანახია: 1644 / თარიღი: 2016-10-15 / 7:03 AM / შაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - zusammen / nika cherqezishvili - zusammen


რომ გწყურია და წყალს მოსვამ,
პირველი ყლუპი ყველაზე გემრიელია,
მერე უფრო სურვილს იკლავენ,
ვიდრე ცხოვრებას აგემოვნებენ.

სიბერე ჩემი საქმე არ არის.

შენი ტუჩების გემო მიყვარს,
შენი სიზმრების სუნი.

მენატრები და,
არასოდეს გეტყვი - მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1794 / თარიღი: 2016-10-15 / 7:00 AM / შაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - თვალებში გამოვიხედეთ / nika cherqezishvili - tvalebshi gamovikhedet


ამ ქვეყანაში,
სადაც სიღარიბის არაოფიციალური ნიშნული
სამოცდაათ თეთრზე დგას.
(მეგობრებო,
ნურასოდეს ენდობით ოფიციალურ ინფორმაციას.)

სადაც ჩვეულებრივ ნაცრისფერია ყველაფერი,
წვიმა თოვლში ერევა
და სადგომებისკენ მიერეკება ყველას.

სადაც მთა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1425 / თარიღი: 2016-10-15 / 6:54 AM / შაბათი

ალექსანდრე შურღაია - რა მარტივად დავიბადეთ ... / aleqsandre shurghaia - ra martivad davibadet ...


რა მარტივად დავიბადეთ
და რა რთულად განვითარდა მოვლენები.
ჯერ იყო და არაფერი არ იყო,
მერე იყო და ყველაფერი
ერთად დაგვატყდა თავზე.
გავაღეთ თვალები და ახლადაბადებულის სისველე
ენით ავილოკეთ ტანზე,ვერ დაველოდეთ
ცხოვრება როდის გაგვაშრობდა.
მერე ავდექ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1706 / თარიღი: 2016-10-15 / 6:50 AM / შაბათი

« 1 2 ... 70 71 72 73 74 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0