ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 12:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



დიმიტრი მაჩხანელი - ოჰ, რად არ მიეც გამჩენო / dimitri machkhaneli - oh, rad ar miec gamcheno


ოჰ, რად არ მიეც გამჩენო,
კაცს გონი სიბრძნის მფლობელი
და გული სხვისა ჭირისა
თავისს ჭირსავით მგრძნობელი,
შევიბრალებდით ერთმანეთს,
მაშინ ვით და-ძმა მშობელი,
არ ექნებოდა არავის
ვაება მოსათხრობელი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 995 / თარიღი: 2015-12-14 / 1:43 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - აღსდექ, მწერლობავ / dimitri machkhaneli - aghsdeq, mtscerlobav


დაჟანგდი, ხმალო, ჩასველდი, თოფო,
წავიდა თქვენი დრო და დღეობა,
აღზდექ, მწერლობავ, და გაგვიწიე
მოსამართლობა, ძმობა, მზეობა.

გაჰქრი, მტერობავ, ჩაძაღლდი, შურო,
დღეს დრო დაგვიდგა განათლებისა,
აღზდექ, მწერლობავ, და ამოფხვერი
ყოველი თესლი ბოროტებისა. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 887 / თარიღი: 2015-12-14 / 1:41 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - ეპიტაფია / giga labartkava - epitafia


ჰეი, შენ მგზავრო, მოდი შესვი ჩემი წყაროდან
და ამისრულე მიწიერი ბოლო სურვილი,
მეც ვიცოცხლე და გავემგზავრე ამ სამყაროდან,
დავტოვე წყარო,
რომ დაგეცხრო გამვლელს წყურვილი!
შესვი სიცოცხლით გაყინული წყალი ანკარა,
და ჩემი სულით შეივსები, დალიე, მიდი,
ყოჩაღ! მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1173 / თარიღი: 2015-12-14 / 1:38 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - როგორც დავინჩი უმზერს ჯოკონდას / giga labartkava - rogorc davinchi umzers jokondas


მხოლოდ იმ ერთ ქალს ვეტრფი პირადად,
მარად უჭკნობი გრძნობის საკადროდ,
მან ერთგულება შემომწირა და,
უერთგულება როგორ ვაკადრო?
მე დავიჭირე დემონი კუდით,
და მივაწყვიტე ღირსების კედელს,
მანდილოსნებო, თუ ვინმეს გსურდით,
ვერ ეღირსებით ვერც ერთი შედეგს!!!

კომენტარები: 0 / ნანახია: 990 / თარიღი: 2015-12-14 / 1:37 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - სხვისი არ გეგონოს! / giga labartkava - skhvisi ar gegonos!


სხვისი არ გეგონოს, სწორედ რომ შენია,
ამ ცოდვილ სტროფებში შთანთქმული გენია,
მითხარი სიცოცხლევ, ნუთუ არ გტკენია?
ნუთუ არ გწყენია? ნუთუ არ გრცხვენია?
ვერავინ ჩასწვდება შენს გარდა სრულიად,
ამ სევდას უჩუმრად რამდენი უვლია,
რამდენი რულია, რამდენი თქმულია,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1369 / თარიღი: 2015-12-14 / 1:36 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso


ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!
რად მეურჩები?!
გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,
მომანდე შენი სანუკვარი
მარწყვის ტუჩები,
რომ უწრფელესი,
ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!
რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!
რამ გაგაცივა?!
ნუთუ გგონია,
გულისძა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1127 / თარიღი: 2015-12-14 / 1:35 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - კონცერტი / karlo kacharava - koncerti


ეს სწორედ მულტფილმი გახლავთ. ქალის ლიფების მოძრავი კოლაჟი.
მუშა, რომელიც სათამაშო ცხენის თვალებს ღებავდა -
და ჩინელი ვუნდერკინდი, მწერთა შემგროვებელი.
წინა რიგებში ხელები ასწიეს მისალმების ნიშნად,
როცა "ყაჩაღის ბალადა" დაიწყო.
სცენაზე ცხვრის მოჭრილი თავი მიამაგრეს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2015-12-14 / 1:23 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - მოსკოვური ღამეები / karlo kacharava - moskovuri ghameebi


მე მახსოვს ეს ჰიბრიდი, მაზერელის ქალაქში მოცეკვავე
გუსტავ მორის სალომეა და სტრინდბერგის მოჩვენებები.
მოსკოვში ტაქსიდან დანახული ძლივსშესამჩნევი თოვა.
გლაზგოდან ჩამოსული ემა ბევრს ლაპარაკობს რუსეთზე.
ღამეა, როცა ღამეა.
ბესტუჟევის ქუჩაზე კი ათვალიერებენ ჩემს ალბომს < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 966 / თარიღი: 2015-12-14 / 1:23 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - ორი ეპიზოდი / karlo kacharava - ori epizodi


ყმაწვილი შორიდან უყურებს ტელევიზორს.
მერამდენედ ესაუბრება მოცეკვავეთა ვიდეოგამოსახულებებს
ცივი სარკმლის გრძელი რკინის რიკულებს ჩამოკიდებული?
უბით პატარა მამა მოიყვანა, მაგრამ აღარ ახსოვს
თანამგზავრი ხანგრძლივი მოელვარე ქარების ვერცხლში.

პროლეტარი ქალი რთავს ტ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 953 / თარიღი: 2015-12-14 / 1:22 PM / ორშაბათი

კარლო კაჭარავა - სირენა / karlo kacharava - sirena


ეძღვნება ფ. მაზერელის "სირენას"

"სამყარო, ჩვენი სამყარო ისედაც საკმარისადაა
გაღარიბებული და გაუფასურებული!"

სიუზან სონტაგი

ქარიან ღამით ზღვიდან ყვიროდა ქალი, თითქოს შველას ითხოვდა.
ნაპირზე ახალგაზრდა მუშა სასაცილოდ მილასლასებდა.
ქალის ყვირი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2015-12-14 / 1:20 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 80 81 82 83 84 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0