ეძღვნება იმ იშვიათ წუთებს ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც ვხვდეით როგორი უმნიშვნელო ყოფილა ის წვრილმანები, რომლებსაც აქამდე ასე ვართულებდით და ვამუქებდით...რა უმნიშვნელო ყოფილა იმასთან შედარებით, რაც ახლა...)
მე თავშესაფარში დავიბადე, აქვე ავიდგი ფეხი, აქვე გავიზარდე, ბევრს ალბათ ჰგონია, რომ იმდენად დავიღალე, მინდა ვქურდობდე, მქონდეს ფული და სხვებს ამით ვგავდე. არადა, იმდენად მოვიწყინე, მინდა ყოველ დღე მოდიოდეს ჩემთან წვიმა, ჩამყავდეს ჩემს მინდორში, ვისხდე
... კითხვის გაგრძელება »
გაირღვა ღრუბელი და მთვარე _ გოლიათს სხივები მოსტაცა, ქუჩებში დაჰყარა, მივდივარ, მივყვები და ასე მგონია ისევ ის ბიჭი ვარ, ხუჭუჭა პატარა. საყვარელ ქუჩაზე ბრწყინვალე თვალიანს მივყვები, მომყვება ხეივნის აჩრდილი, საყვარელ ქუჩაზე მრავალი ქალია, მრავალი ქალი
... კითხვის გაგრძელება »
გახსოვს, ძვირფასო, ღამე და ბაღი, ხეთა შრიალი, ყვავილთა თოვა. გაზაფხულის ცა, თეთრი ზამბახი, იისფერი თმა, ბაგეთა თრთოლვა, შენ შეიხსენი მარჯანის მძივი, მზის ამოსვლისას ბალახში ვკრეფდით, და გვასველებდა წვეთები წვიმის და ვგავდით მტრედებს... და გვაკლ
... კითხვის გაგრძელება »
რა მიყვარს? _ ჩემი ზვიადი მთები, ჩემი ქვეყანა მზით მონანავე, წიფლების ძირში ლურჯი იები, მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ. მიყვარს ტატნობი, ტბაში ვერხვები, განთიადების იდუმალება, მთებში ჯანღი რომ შემომეხვევა და მოლაღურის მესმის გალობა. მიყვარს
... კითხვის გაგრძელება »
ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო, ნუ ამბობ: შემიყვარეო; ჯერ მიჩვენე რამ გმირობა, ქვეყანა ანეტარეო, დაჩაგრულ მოძმეთ უშველე, სიცოცხლე გაიმწარეო და მერე ჩემი მშვენება მალამოდ მოიხმარეო.