ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 1:38 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მე არავინ არ მყავს / nikoloz qartveli (dzamiashvili) - me aravin ar mkavs


მე არავინ არ მყავს, ვინც,
გამითბობს ლოგინს.
მე არავინ არ მყავს, ვინც,
როდესაც წავალ,
უყურებდეს სურათს და
იწყებდეს ლოდინს.
შენ მე არ გყავარ, რომ
გაატან წამალს
ჩემამდე ვინმე ნაცნობს.

მე არავინ არ მყავს, ვინც,
იფიქრებს ჩემზე,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2015-10-28 / 10:26 AM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - დღეს ჩემს ცხოვრებას / nikoloz qartveli (dzamiashvili) - dghes chems ckhovrebas


დღეს ჩემს ცხოვრებას არა აქვს გემო,
თუ აღმოუჩენ, ალბათ სიმწარეს.
მჟავე ძარღვებში არეულს მე რომ
შემეძლოს ისევ, ალბათ ვიწამებ.
უშენობით რომ, ვათენებ ახლა,
უშენობით რომ, ვსუნთქავ, ვაბიჯებ
უშენოდ მიწას, დღეებიც ალბათ
შეშლილს უაზროს, უფრო მაგიჟებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 930 / თარიღი: 2015-10-28 / 10:25 AM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - შემოდგომა. წვიმების სეზონი. / nikoloz qartveli (dzamiashvili) - shemodgoma. tscvimebis sezoni.


შემოდგომა.
წვიმების სეზონი.
შენ თუ მოხვალ,
გეტყვი მე - "სელავი".

ახლაც წვიმს და
დავსველდეთ ჩვენ ერთად
და მა ვიწ ყდა
გავთენდე.
ვერავინ

შეამჩნევს ჩემს
წვიმიან ქუჩებში
ბოდიალს
მარტო!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 1009 / თარიღი: 2015-10-28 / 10:23 AM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - სამი წერტილი / nikoloz qartveli (dzamiashvili) - sami tscertili


მე შენ გაჩუქებ ფორთოხალს ...
მორჩა!

* * *

სამი წერტილი,
ყოველთვის
ჩემს უთქმელ გრძნობებს
სიტყვებად ყლაპავს!..

კომენტარები: 0 / ნანახია: 976 / თარიღი: 2015-10-28 / 10:21 AM / ოთხშაბათი

ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - მინდა / nikoloz qartveli (dzamiashvili) - minda


მინდა იღვიძებდე ჩემი საწოლიდან.
მინდა იღვიძებდე, რამე ნოსტალგიურ
ხმაზე, მელოდიას როცა ამოწოვ და
შენი ჭიქიდანაც ყავა რომ დამისხა.
მე კი გიყურებდე, როგორ ჩაიცმევ და
თანაც ვუბერავდე შენს წილ - ჩემს ცხელ ყავას.
მერე ჩამეხუტო...
ახლა ჩავიკეტე
მე ჩემს ოცნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 982 / თარიღი: 2015-10-28 / 10:17 AM / ოთხშაბათი

ნიკა ჩერქეზიშვილი - კლავიშები (რამდენიმე) როცა უბრალოდ ქარია გარეთ / nika cherqezishvili - klavishebi (ramdenime) roca ubralod qaria garet


***
როცა უბრალოდ ქარია გარეთ
და მე ტყუილად გადავყურებ ფანჯრიდან ქუჩას,
რომ სიგარეტი ვთხოვო ვინმე გვიან გამომვლელს,
როცა გარშემო ჭაჭანება არ არის კაცის
და მხოლოდ ერთი მაწანწალა ძაღლიღა უყეფს
ცაზე ირიბად დაკიდებულ ნახევარმთვარეს
- მე შენ მიყვარხარ.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1579 / თარიღი: 2015-10-15 / 7:03 PM / ხუთშაბათი

გიორგი არაბული - არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ / giorgi arabuli - ar gegonos rom mikvarde qalav


არ გეგონოს რომ მიყვარდე ქალავ,
მე მხოლოდ ყვითელ დალალებს ვეტრფი,
ეს გული რამდენ ტკივილებს მალავს,
რამდენი ვთქვი და რამდენი ვერ ვთქვი.

სიყვარულისა რა გითხრა ქალავ,
თუ ვეღარ ვუძლებ მწარე მარწუხებს,
შენდამი ტრფობას ჩემს გულში ვკრძალავ,
ვკრძალავ და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1148 / თარიღი: 2015-10-08 / 12:07 PM / ხუთშაბათი

გიორგი არაბული - გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ / giorgi arabuli - gvakhsovs mamebi mkvdrebs markhavdnen, saflavebs


გვახსოვს მამები მკვდრებს მარხავდნენ, საფლავებს თხრიდნენ,
ჩვენ კი პატარებს ყველაფერი ძლიერ გვიკვირდა,
თავშლიანები დასტიროდნენ, დედები იდგნენ,
მხედრები ცხენებს ამზადებდნენ და ჩვენ მინდვრიდან
ვუთვალთვალებდით. ვივიწყებდით გარდაცვლილს. ხალხი
მიუჯდებოდა გრძელ მაგიდას მერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2015-10-08 / 12:04 PM / ხუთშაბათი

გიორგი არაბული - ზეცას შახენეო აპარეკავ / giorgi arabuli - zecas shakheneo aparekav


”ზეცას შახენეო აპარეკავ,
მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
ღამე გავიტანათ საუბარით.”
”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
ზეცა უკეცია ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1286 / თარიღი: 2015-10-08 / 12:02 PM / ხუთშაბათი

გიორგი არაბული - კრწანისის ველზე / giorgi arabuli - krtsanisis velze


წუხელის მთვარემ, ზეცის წარმართმა,
ვარსკვლავნი კრწანისს ჩამოათოვა,
შავმა დრომ წმინდა დროშა წაგვართვა,
ყველამ გაგვწირა და მიგვატოვა.
ისმის გუთნური, ისმის მწყემსური,
მაინც ვცოცხლობთ და ვფიქრობთ სხვა ომზე,
შუბლდალეწილი მოვდეგ ხევსური,
არაგველების სასაფლაო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1197 / თარიღი: 2015-10-08 / 12:02 PM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 92 93 94 95 96 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0