ლექსები - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-11-18, 11:46 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



მარეხი მემანიშვილი - კონტრასტული ლექსი / marekhi memanishvili - kontrastuli leqsi


ყველა ხეიბრის რომ მქონდეს ყნოსვა ,
მახვილი სმენა კაცის, ბრმობილის
რწმენა ყველაზე ურწმუნო მოგვის,
იუდასავით ვიყო ერთგული...

აღელვებული ზღვასავით მშვიდი
და დამთმენივით მოუთმენელი
მიძგერდეს მკერდში ცეცხლივით ცივი
გული პატარა, თუმცა კი დიდი...
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1017 / თარიღი: 2015-10-29 / 9:31 PM / ხუთშაბათი

მარეხი მემანიშვილი - ბალადა გმირებს შორის უსახელო გმირებზე / marekhi memanisvili - balada gmiirebs shoris usaxelo gmirebze


გინახავთ, როგორ წერს ძვლები ისტორიას?
გმირები უსახელოდ ან როგორ კვდებიან?
მათი სახელები ფურცლებს ვეღარ მისწვდა
და ყველა ეტრატზე მხოლოდ ლანდებია...

გაგონილს ნანახი სჯობია ათასჯერ,
და მემატიანე ფიქრობდა ამაზეც...
მაგრამ ცოდვა-მადლის წუხილში ჩავარდნილს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1069 / თარიღი: 2015-10-29 / 9:20 PM / ხუთშაბათი

მარეხი მემანიშვილი - ჩემი პოეზია / marekhi memanishvili - chemi poezia


ჩემი პოეზია
უშენოდ დავიწყებ ათვლას სულ ბოლოდან
და ყველა წამზომი დამრჩება ჩართული
ვერ გეტყვი,როდემდე, ვერც იმას, რამდენი
დადგება სიცოცხლის ახალი სართული...

დარაბა მზისაკენ, ფანჯრები ზღვისაკენ,
საფეხურს უშენოდ დავადგამ საძირკველს.
და მარტო დარჩენილს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1098 / თარიღი: 2015-10-29 / 9:13 PM / ხუთშაბათი

მარეხი მემანიშვილი - თოვლი მოსულა / marekhi memanishvili - tovli mosula


თოვლი მოსულა, აუვსია მთლად არემარე
დილა გათენდა უთეთრესი,
შენ დამემალე...
შენი სითბოთი ნუ დაადნობ ამ ფიფქებს მალე,
არ მინდა გაქრეს ყველა ფიფქი , ჰოდა დამალე
ხელებში, მკერდში და უბეში , რომ მისი ბედი
ეფემერაა და სიცოცხლეც, წუთივით მოკლე.
ნუ მოინდომებ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 975 / თარიღი: 2015-10-29 / 9:09 PM / ხუთშაბათი

მარეხი მემანიშვილი - მე ზღვა ვარ / marekhi memanishvili - me zghva var


მე ზღვა ვარ
მე ზღვა ვარ , ზღვა და ამ ზვირთების მას ეშინია
ვინც ჩემს ტალღებში სურვილების გამხელას ბედავს
დასაბამიდან ვარ გულგრილი ყველა მოკვდავის
ვინც მეხება და არ ფიქრობს, რომ ალერსი მინდა

ჰო მე ზღვა ვარ, ზღვა!
ბევრი წყლით და ჟანგბადით ცოტა
და რ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1005 / თარიღი: 2015-10-29 / 9:04 PM / ხუთშაბათი

მარეხი მემანიშვილი - წუხელ სიზმარში გნახე / marekhi memanishvili - tscukhel sizmarshi gnakhe


წუხელ ჩემთან ერთად ღამემ გაათია,
მისი თანაგრძნობა ჩემს თვალებს ატყვია,
გული საგულემაც ვეღარ ჩაატია
გადიდგულებულა სრული აპათია.
როცა საკუთარი ჩრდილის მეშინია,
შენი დასიზმრება უკვე ღალატია.
ერთი გული მქონდა, ორად გაგიყავი
ჩემი ნახევრითაც მკერდში ჩაგიკარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 978 / თარიღი: 2015-10-29 / 9:02 PM / ხუთშაბათი

გურამ გეგეჭკორი - შემოდგომით სიკვდილი / guram gegechkori - shemodgomit sikvdili


ფოთლები ჭადრების –
ქარისგან ნათრევი –
თავს იყრის სადღაც..
და როგორც ლოთები,
ყვითელი ფოთლები
იწყებენ ბარბაცს..

ტოტები გაშიშვლდნენ,
ტოტები დაობლდნენ
ფიფქია თანაც,
ფოთლები გახშირდნენ,
ფოთლები დაობენ
იწყებენ ბარბაცს..
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 951 / თარიღი: 2015-10-28 / 11:54 AM / ოთხშაბათი

გურამ გეგეჭკორი - გასაგები ისედაც! / guram gegechkori - gasagebi isedac!


ისედაც

გზები მქონდა გასაგნები
ქარი მყავდა იმედად,
იყო რაღაც გასაგები,

წამწამები იხრებოდა
ვარდის ფრქვევად, ცის ელდად,
სიტყვები არ გვჭირდებოა
როცა მივხვდით ისედაც!
როცა ქარი ტოტთან კვნესის,
მთვარე კვდება ცის სევდად,
იყო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 959 / თარიღი: 2015-10-28 / 11:53 AM / ოთხშაბათი

გურამ გეგეჭკორი - შროშანით იწყება / guram gegechkori - shroshanit itsckeba


მოფრინდნენ მერცხლები
სულის გამგებნი:
ქალაქს გავეცლები
ლიანდაგებით
და ვნახავ შროშანას
დაწეწილს ნიავით,
მოსჩანს შორს შარა
ატმით და ქლიავით.
მერცხლებო,. ფრთოსნებო,
მაშ ღმერთმა ინებოს
ლამაზო შროშნებო
და მორცხვო იებო,
მრა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 934 / თარიღი: 2015-10-28 / 11:50 AM / ოთხშაბათი

გურამ გეგეჭკორი - მთვარე გაჩნდა და მის ლანდად / guram gegechkori - mtvare gachnda da mis landad


მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
თქვენ გამოჩნდით, მთებო.
ეს ცხოვრება დაიბლანდა
რა მაქვს საოცნებო:
შორით მოჩანს ობელისკი
ქარი ჭადარს ღუნავს,
თვითონ წუთისოფელიც კი
დიდი ტანჯვით ბრუნავს.
შენ გამოჩნდი ცით, მარიამ,
უფაქიზეს ვარდად,
ეს ქვეყა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 932 / თარიღი: 2015-10-28 / 11:49 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 90 91 92 93 94 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0