ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 5:27 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ბათუ დანელია - გრანელი / batu danelia - graneli


“სალხენად, სამღერლად, სალაღოდ არა ვარ მოსული” -
გავაკარ განცხადება.
აქ ჩემთვის ოქრო და ბრინჯაო, კოშკი და ბოსელი
არაფრით განსხვავდება.

არც ვარდი, არც დაფნა, არც ძეგლი – არც ერთი ამათგან
არაა თავანკარა,
აქ, გავჩნდი თუ არა, მყის თვალი სტრიქონმა დამადგა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2015-10-08 / 11:24 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - გულწითელა / batu danelia - gultscitela


მეშვიდე, მერვე თუ მეათე კვირა მიდის –
მირჩევენ აგებას ტკივილთა პირამიდის...
არ ვიცი, რა უნდათ მეგობრებს, ნათესავებს,
ტკივილი მე რატომ მოვივლო ბადესავით! –
ტკივილთა სავანე მე რატომ ავაშენო
და ჩემკენ რად მოდის ლაშქარი სამაშველო?! –
მოდიან, მიყრიან რიყის ქვას, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1116 / თარიღი: 2015-10-08 / 11:24 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - დამცირება / batu danelia - damcireba


უშუქობით
გაბეზრებულ
ნათურას
ელვის
დროს
გული
გაუსკდა.

კომენტარები: 1 / ნანახია: 1298 / თარიღი: 2015-10-08 / 11:22 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - დაჭრილი ტროტუარი / batu danelia - dachrili trotuari


გაშვერილ
ხელს
გრანიტის
ტროტუარზე
დანასავით
დაუსვია
მათხოვარი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1095 / თარიღი: 2015-10-08 / 11:21 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - დედას / batu danelia - dedas


დედა, ასჯერ რომ გავჩნდე ამქვეყნად,
ასჯერ რომ მომცეს ყოფნამ როლები,
ნუთუ ასჯერვე გამზრდის სხვა დედა,
შენ კი ერთხელაც არ მეყოლები!
ნუთუ ერთმანეთს ჩვენ დედა-შვილად
აღარ შევხვდებით აწი აკვანთან!
ნუშები წელსაც აფრად გაშლილან,
ალუჩა წელსაც თეთრად აყვავდა, < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1155 / თარიღი: 2015-10-08 / 11:20 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - ზამთრის ლექსი / batu danelia - zamtris leqsi


სად არის ახლა გაზაფხული?
ვინ ზრუნავს მასზე ამ სიცივეში?
დღისით სად თბება?
ღამით სად სძინავს?
მე მგონია, რომ მისი უმშვენიერესობა,
როგორც კი მაისის უკანასკნელი დღე ჩათავდება,
პატარა ბავშვების საფლავებს უვლის
შემოდგომის მიწურულამდე,
ზამთრის დღეებშ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1823 / თარიღი: 2015-10-08 / 11:19 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - თიბათვე / batu danelia - tibatve


სათიბები – მირონივით ნამში ნაბანია...
და მთიბველი ზურმუხტ ციალს აწვენს რახანია –
უკვე ნახა კოცნა თითო მზის და ცვრიან ცელის.
უკვე ესმის გაღვიძებულ სოფლის ღრიანცელი.
უკვე მისგან მწვანე ტალღა მრავლად გათიბულა.
უკვე მას და ბალახს შორის ცელი გადებულა,
როგორც ხიდი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1177 / თარიღი: 2015-10-08 / 11:19 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - თითები წერისას / batu danelia - titebi tscerisas


ორი სულ ისვენებს წერისას,
სამი კი წერს და წერს _ ერიჰა!
ეს სამი _ სამ ხმას ჰგავს უთუოდ.
ვწერთ _ თითქოს სამი ხმით ვმღერივარ.

ზოგჯერაც ვტირივარ სამი ხმით...
წერაა გზა სულის განიღბვის...
ამ სამს სურს სულ შენზე წერდეს და _
მათ შენი ხვევნაღა დამიღლის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 976 / თარიღი: 2015-10-08 / 11:18 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - კედელზე და კედელს იქით / batu danelia - kedelze da kedels iqit


მეზობელი
`აპასიონატის~
დამკვრელია
მე –
გამკვრელი
ბეთჰოვენის სურათისა.

მასალის წყარო: Biblioteka.Litklubi.Ge

კომენტარები: 0 / ნანახია: 994 / თარიღი: 2015-10-08 / 11:16 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - ლექსები / batu danelia - leqsebi


ლექსებს არ ვაცმევ ძალიან ფასეულ რამეს.
ლექსებს ქარების მოტანილ ნეშოთი ვმოსავ.
არ გამიჭრია მაგათთვის ზურმუხტის გზა მე,
ისინი ჩემთან წყალწყალა ღვინოსაც სვამენ,
უცქერენ მულტფილმს, უსმენენ მოქვევრე ბრბოსაც.
ხვატში უჩნდებათ სურვილი რუების შერთვის.
წვიმაში ხურავთ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1541 / თარიღი: 2015-10-08 / 11:15 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 95 96 97 98 99 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0