ლექსები - პოეზიის სამყარო
სამშაბათი, 2024-11-19, 7:25 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ბათუ დანელია - სარკე და პოეტი / batu danelia - sarke da poeti


პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ,
რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში
შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს
თავად კი _ არ გამოჩნდეს,
ღრუბლით დაფარული...
სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ
და წინ ლამაზი ქალი კი არა _
ყივჩაღი შემოგხვდეთ.
სარკეში ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 999 / თარიღი: 2015-10-08 / 11:04 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - საფლავი თოვლქვეშ / batu danelia - saflavi tovlqvesh


თუკი მდუმარება ედრება ცაში ნადებს,
ძველი სფლავები ვგებულობთ მაშინათვე,
რომ ვართ დახვავებულ სინათლით დაბანილი
და რომ გვაფარია, ბუმბულის საბანივით,
თოვლი – უანგარო მფარველი სამარეთა,
თოვლი – გაჩენილი სიშორის კამარებთან,
თოვლი – მოგონება უდროოდ მკვდარ აფრების, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 928 / თარიღი: 2015-10-08 / 11:02 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სიყვარულის ბიოგრაფია / batu danelia - sikvarulis biografia


ისევე თუ ხარ იმ სილამაზის,
მე რომ დაგდევდი წითელკაბიანს!
შენი ტუჩები როგორ არ მახსოვს,
სადაც ბადაგი ამიხაპია,
ან, შენთან შერწყმის მხურვალ პარმაღზე
მე რომ მიჭერდა თმენის მაფია –
ესეც ხომ არის ბიოგრაფია!

შენთვის რომ მეძღვნა რამე ძვირფასი –
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1053 / თარიღი: 2015-10-08 / 11:01 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სიყვარულის ზღვაში / batu danelia - siyvarulis zghvashi


შენი მზესავით სიშიშვლის ბორცვოვან ფართობს
ასდის სურნელი დასაკრეფ მარწყვის და ქვიშნის.
ქალი და კაცი ასეთ დროს – არიან მარტო...
ჩქარა, გაშალე!.. – გაშალე აფრები ფართოდ! –
აფრების გაშლას, ამ ზღვაში, არავინ გიშლის.
აღელვებული ზღვა, ნავებს, ისევე გვამსხვრევს
და გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1025 / თარიღი: 2015-10-08 / 10:58 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სიყვარულის კბილი / batu danelia - siyvarulis kbili


მეზობლის გოგოს
სიყვარულის კბილი ასტკივდა და ტირის.
მშობლები იმაზე სწუხან, ამოუღონ თუ არა.
სიბრძნის კბილი რომ ასტკიებოდა,
არ იტირებდა მეზობლის გოგო
და არც მშობლები იფიქრებდნენ
მის ამოღება-არამოღებაზე,
არადა, სიბრძნის კბილი კია ამოსაღები...
სიყვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 931 / თარიღი: 2015-10-08 / 10:54 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სიყვარულის მაესტრო / batu danelia - siyvarulis maestro


როდესაც ვინმე არ გვიყვარს, სარკემ
არ გვნახოს, თორემ ვგავართ მარსელებს!
სიყვარულისთვის ცუდი და კარგი
დრო არ იყო და არც იარსებებს...
უსიყვარულოდ – მასხრად მოვკვდებით
ჭანგს ჩაგვცხებს დროის არწივი მხარზე,
გავხდებით წლების დასაკორტნელი...
ყინვის ეშმაკნიც ვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1022 / თარიღი: 2015-10-08 / 10:52 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სიყვარულს უყვარს / batu danelia - sikvaruls ukvars


... და ჩვენ მოთმენა გავაგდეთ კარში
და უსასრულოდ მარტონი ვართ შინ...
და მე მაშინვე დაგიწყე გახდა
და ვლიან ჩემი თითები მარშით
და ვერ არჩევენ პერანგს და კორსეტს
და სავარძელთან, დივანთან, ტახტთან
გაისმის ჩვენი გრძნობების მორზე.

შენი უარი – ფართხალი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1033 / თარიღი: 2015-10-08 / 10:51 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სოფლური დაღამების გახსენება / batu danelia - sofluri daghamebis gakhseneba


ცამ მზის ჩასვლისას დასცხო უცებ და
წვიმას სხეული წითელი ჰქონდა,
თითქოსდა ჩიტებს ანაკუწებდნენ...
შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~.

საღამო იყო აფრასებური
და ცაში ღრუბელს არწევდა ბონდად,
ღრუბელი ჩანდა გაბრაზებული,
შორს კი ისმოდა ძახილი: `ლონდა~.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2015-10-08 / 10:51 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - სული და მუსიკა / batu danelia - suli da musika


რატომ გვიცახცახებს სული აგრერიგად,
როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით?! -
უნდა მოგვესმინა მეტი ვაგნერი და
მეტი მოცარტი და მეტი ბეთჰოვენი.

ჩვენც რომ გაგვეშიფრა ვარსკვლავთ ფუსფუსი და
ჩვენც რომ დაგვქნეოდა ხელი სასწაულის -
ჰანგად დაგვათოვდა ლოცვა კოსმოსიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1001 / თარიღი: 2015-10-08 / 10:49 AM / ხუთშაბათი

ბათუ დანელია - უტკივილობა / batu danelia - utkiviloba


როცა არ გტკივა, იტკინო უნდა რაიმე,
რომ გაჭირვების მთავარი სიტყვა «ვაიმე»
არ დაივიწყო და უფალს უთხრა: «აიმე
ისევ შენი ვარ!» _ არ უნდა უმტრო სატკივარს,
კარგია, თუ დროს ტკივილის ბეჭდად ატყვიხარ
და სიკვდილსა და სიცოცხლეს ისევ ყაიმით
ამთავრებინებ თამაშს და ისევ მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 952 / თარიღი: 2015-10-08 / 10:48 AM / ხუთშაბათი

« 1 2 ... 97 98 99 100 101 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0