მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-05-03, 8:11 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



დიმიტრი მაჩხანელი - ვედრება / dimitri machkhaneli - vedreba


შენ გევედრები, ზენარო,
შენგან მოველი შველასა,
მომეც ძალი და შეძლება,
რომ ვანათებდე ბნელასა.

შავ-კუნჭულებში მიმალულთ
მგლებს, გველა-ძუებს, მელასა,
ქვე-მძრომებს თავ-ლაფიანებს
წამოვახტუნდე ყველასა —

და მივუსევდე მწევრებსა
ალმასის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 915 / თარიღი: 2015-12-14 / 1:45 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - მესტვირე / dimitri machkhaneli - mestvire


საქართველო მოვიარე,
ვადიდე და ვაძლიერე;
ზღვის ოდენა შაირები
სტვირით გავაქვეყნიერე.

დედა-ენაც გავამდიდრე,
კილო გავუმშვენიერე;
გავატკბილე, გავათაფლე,
გავამადლნაყოფიერე;

ტანჯულს გული მოვუშაქრე,
მკვდარი მოვასულიერე;
ჭკვიან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2015-12-14 / 1:45 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - ნაწყვეტები / dimitri machkhaneli - natskvetebi


... ნუ მეტრფი ქალწულს,
ჭაბუკო

ნუ მეტრფი ქალწულს, ჭაბუკო,
ნუ ამბობ: შემიყვარეო;
ჯერ მიჩვენე რამ გმირობა,
ქვეყანა ანეტარეო,
დაჩაგრულ მოძმეთ უშველე,
სიცოცხლე გაიმწარეო
და მერე ჩემი მშვენება
მალამოდ მოიხმარეო.

ნუ ჰგმინავ, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 968 / თარიღი: 2015-12-14 / 1:44 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - ორი სურათი / dimitri machkhaneli - ori surati


I
ქარი ჰბერავს, ქარი ღმუის, ზუზუნებს;
ჩვენს ბუხარში ცეცხლი მკვახედ გუგუნებს,
დედა მწვადს სწვავს, “ნანა ვარდოს” დუდუნებს;
ბოლთის ცემით მამა ტკბილად ღუღუნებს;
ბუხრის ძირას ბებია ზის, წუწუნებს;
მის კალთაში კატა ნაზად კრუტუნებს.

II
მოკვდა მამ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1090 / თარიღი: 2015-12-14 / 1:44 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - ოჰ, რად არ მიეც გამჩენო / dimitri machkhaneli - oh, rad ar miec gamcheno


ოჰ, რად არ მიეც გამჩენო,
კაცს გონი სიბრძნის მფლობელი
და გული სხვისა ჭირისა
თავისს ჭირსავით მგრძნობელი,
შევიბრალებდით ერთმანეთს,
მაშინ ვით და-ძმა მშობელი,
არ ექნებოდა არავის
ვაება მოსათხრობელი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 955 / თარიღი: 2015-12-14 / 1:43 PM / ორშაბათი

დიმიტრი მაჩხანელი - აღსდექ, მწერლობავ / dimitri machkhaneli - aghsdeq, mtscerlobav


დაჟანგდი, ხმალო, ჩასველდი, თოფო,
წავიდა თქვენი დრო და დღეობა,
აღზდექ, მწერლობავ, და გაგვიწიე
მოსამართლობა, ძმობა, მზეობა.

გაჰქრი, მტერობავ, ჩაძაღლდი, შურო,
დღეს დრო დაგვიდგა განათლებისა,
აღზდექ, მწერლობავ, და ამოფხვერი
ყოველი თესლი ბოროტებისა. < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 850 / თარიღი: 2015-12-14 / 1:41 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - ეპიტაფია / giga labartkava - epitafia


ჰეი, შენ მგზავრო, მოდი შესვი ჩემი წყაროდან
და ამისრულე მიწიერი ბოლო სურვილი,
მეც ვიცოცხლე და გავემგზავრე ამ სამყაროდან,
დავტოვე წყარო,
რომ დაგეცხრო გამვლელს წყურვილი!
შესვი სიცოცხლით გაყინული წყალი ანკარა,
და ჩემი სულით შეივსები, დალიე, მიდი,
ყოჩაღ! მ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1124 / თარიღი: 2015-12-14 / 1:38 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - როგორც დავინჩი უმზერს ჯოკონდას / giga labartkava - rogorc davinchi umzers jokondas


მხოლოდ იმ ერთ ქალს ვეტრფი პირადად,
მარად უჭკნობი გრძნობის საკადროდ,
მან ერთგულება შემომწირა და,
უერთგულება როგორ ვაკადრო?
მე დავიჭირე დემონი კუდით,
და მივაწყვიტე ღირსების კედელს,
მანდილოსნებო, თუ ვინმეს გსურდით,
ვერ ეღირსებით ვერც ერთი შედეგს!!!

კომენტარები: 0 / ნანახია: 945 / თარიღი: 2015-12-14 / 1:37 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - სხვისი არ გეგონოს! / giga labartkava - skhvisi ar gegonos!


სხვისი არ გეგონოს, სწორედ რომ შენია,
ამ ცოდვილ სტროფებში შთანთქმული გენია,
მითხარი სიცოცხლევ, ნუთუ არ გტკენია?
ნუთუ არ გწყენია? ნუთუ არ გრცხვენია?
ვერავინ ჩასწვდება შენს გარდა სრულიად,
ამ სევდას უჩუმრად რამდენი უვლია,
რამდენი რულია, რამდენი თქმულია,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1311 / თარიღი: 2015-12-14 / 1:36 PM / ორშაბათი

გიგა ლაბარტყავა - ძვირფასო / giga labartkava - dzvirfaso


ჩემო ძვირფასო, სად გამირბი?!
რად მეურჩები?!
გულით მწადია უსასრულო ტრფობა გაჩუქო,
მომანდე შენი სანუკვარი
მარწყვის ტუჩები,
რომ უწრფელესი,
ცხელი კოცნით დაგასაჩუქრო!
რატომ უხეშობ?! რისთვის მებრძვი?!
რამ გაგაცივა?!
ნუთუ გგონია,
გულისძა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1085 / თარიღი: 2015-12-14 / 1:35 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 84 85 86 87 88 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0