მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-05-18, 10:14 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



თემო ჯავახიშვილი - საით მდინარევ? / temo javakhishvili - sait mdinarev?


საით მდინარევ?..
ცოფიანო, შეშლილო, შლეგო...
მეც მდინარე ვარ
შემიერთე...
მეც წამიყვანე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1083 / თარიღი: 2014-11-04 / 1:02 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - ჩემო ჯონათან / temo javakhishvili - chemo jonatan


ჩემო ჯონათან,
მენატრები... შენზე ვლოცულობ.
ვიცი გულს გატკენ,
დაგვაშორეს ერთმანეთს ყველა.
მე სხვა ლაგერში გადამიყვანეს
და ფრენის საქმეც კარგად ვერაა.
ვეღარც ვვარჯიშობ... დამემტვრა ფრთები,
ბაზაში კი არაფერი არ იშოვება...
მე ხშირად ვტირი.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1269 / თარიღი: 2014-11-04 / 1:02 AM / სამშაბათი

თემო ჯავახიშვილი - ძაღლმა დაკარგა კუდი / temo javakhishvili - dzghlma dakarga kudi


ძაღლმა დაკარგა კუდი.
დაკარგა ომმა მეომარი.
დაკარგა მეომარმა ცხოვრება.
დაკარგა ცხოვრებამ აზრი.
დაკარგა აზრმა სიტყვა.
დაკარგა სიტყვამ კაცი.
დაკარგა კაცმა ღმერთი.
ძაღლმა კი კუდი დაკარგა.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1004 / თარიღი: 2014-11-04 / 1:01 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ნაცვალსახელი / tamar javakhishvili - nacvalsakheli


„სარკევ, თვალები გადამალე,
სულ აღარ მგავხარ“..

დღის შუალედში, წუთის თუნდაც მეათასედში,
საკუთარ თავებს პატიებას თუ შევპირდებით,
დრო - უმიზეზო სტუმარივით დაგვათენდება,
უკანასკნელად შევიყვარებთ, თითქოს პირველად
რაც იყო უკვე აღარ გვახსოვს, და თვალებიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2014-11-04 / 0:59 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ფლეიტა / tamar javakhishvili - fleita


აქ ჩემზე დაწერენ.
იტყვიან _ საცერში ფქვილივით არჩევდა
ქატოსგან სტრიქონებს.
ბაბუაწვერები ჰაერში უშვებდნენ
უდროო განედებს,
სისხლიან ლიქიორს კი
ერქვა მდინარეთი ჩემი და სისხამზე
მკლავებჩამოყრილი ტიროდა ფლეიტა _
ვიდექი ამაყიც,
ვიდექი მორჩილიც ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1050 / თარიღი: 2014-11-04 / 0:57 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - იალბუზი / tamar javakhishvili - ialbuzi


(ვულკანის გაღვიძება)

“მხოლოდ მთა იგი...
იდგა მთა იგი
დემონის ხელით
მძლავრად ნახატი;”
გალაკტიონი

ბოჩი!..
დამალე შენი სოფელი.
გაშლილ მინდვრებზე ვულკანს პირი დაუღია და
ლავა ამ ჩემი სიძულვილით სავსე საშოდან
პირუტყვს შორეულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1296 / თარიღი: 2014-11-04 / 0:56 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ლოლიტა / tamar javakhishvili - lolita


ღამით, როდესაც ყველა იძინებს
და საიდუმლო აღარ არის ასე მტანჯველი,
თითქოს მთვარის შუქს სათითაოდ მიჰყვებიან მოგონებები,
მილიონობით ფერწასული ადამიანის
პროფილს ხაზავენ და სიმარტოვეს
ასე უჩუმრად შემოპარულს კედლის ღრიჭოდან
აღსარების თქმა უგვიანდება,
რას ჩა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1057 / თარიღი: 2014-11-04 / 0:53 AM / სამშაბათი

კატო ჯავახიშვილი - ჯარისკაცები / tamar javakhishvili - jariskacebi


ჯარისკაცები დგებიან ადრე.
რეზინის ჩექმებს ისწორებენ.
ხელებს იფშვნეტენ.
მორყეულ, უშნო მაგიდებთან უხმოდ სხდებიან.
სიცარიელით ამოვსებული რკინის ჯამიდან -
მოლოდინს თქვლეფენ.
ეს რა თქმა უნდა, რომ არ არის ნაყინი-ბრიულე,
არც ბრიჯის ფლავი – ცუკატებით და ქიშმი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 990 / თარიღი: 2014-11-04 / 0:52 AM / სამშაბათი

თამარ ჯავახიშვილი - მწვანე მონასტერი / tamar javakhishvili - mtsvane monasteri


ო, ღმერთო ჩვენო, მომანიჭე მადლი სიტყვისა
მადლი სიტყვისა – უცნაური აღმონაცენი...
იწვის სანთელი, ალმა სივრცე გაითითქმისა
და მასთან ერთად ინავლება გრძნობის ნარჩენი...
მწვანე უღრანში სავანეა სნეულთმკურნალის,
გლახაკთა ხელის ამპყრობელის, მოწამის დიდის
შემცოდე სულე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1299 / თარიღი: 2014-11-04 / 0:49 AM / სამშაბათი

თამარ ჯავახიშვილი - მშობლიური / tamar javakhishvili - mshobliuri


ისევ სექტემბრის ქარია,
დარებიც სექტემბრისანი,
ისევ ისეთი წყნარია
აბოს ნიში და ისანი.
და ისევ მელანდებიან,
ვარამთა ლოცვით მზღვევლები
ნაწყენი საბა-სულხანის
ცად აპყრობილი ხელები...
ხორბლის, მახობლის სუნია
და ქარიანი ღამება
და რაღაც, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1094 / თარიღი: 2014-11-04 / 0:46 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 227 228 229 230 231 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0