მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-05-04, 11:13 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



თამარ ჯავახიშვილი - ბედნიერება არ იპოვება / tamar javakhishvili - bedniereba ar ipoveba


ბედნიერება არ იპოვება.
ბედნიერებას ვერ დაიმსახურებ,
ბედნიერებას ნურც ეცდები,
თუ შენი მთელი არსებობა
თავგანწირვის მზადყოფნად არ გადააქციე.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1028 / თარიღი: 2014-11-04 / 0:44 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - მდუმარე ლოცვა / giorgi gabaidze - mdumare locva


ვხედავ ანარეკლს, საკუთარი თავის ნაქურდალს,
კვირის მწუხრიდან ვემზადები - კვლავ საკვირაოდ,
ვდაგავარ მიწაზე და თან ვწევარ ჩრდილში საკუთარ,
იმიტირებულ ფრენით ვცდილობ შევკრა ირაო.

შევიმოსები და აღსდგება ჩემში მესია,
დავემგვანები ბნელ უღრანში ცოდვით დატორილს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1260 / თარიღი: 2014-11-04 / 0:37 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - საქართველოს ლექსის რაინდო / giorgi gabaidze - saqartvelos leqsis raindo


გენრი დოლიძეს

შენ შეიძლება არც გიფიქრია,
შენი ფიქრები ქარმა არია,
ნაპოეტრები სადღაც მიქრიან...
შენ სისხლში რჩები რაც მთავარია!

შენ პოეტობა გეფიანდაზა,
გწამდეს წარსულში უსამსალია,
ახლა პოეტობს ყველა ჯამბაზი,
ყველა მასხარა, ვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2014-11-04 / 0:36 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ქართველი პოეტი / giorgi gabaidze - qartveli poeti


(ეძღვნება ზურაბ გორგილაძეს)

რასაც ვწერდი ვიწამე, ხალხს გავანდე გულისთქმა,
ვწერე სულის ნაშანთი, განცდით ნაიარევი,
ამან რა გაისაზრა, იმან რა იგულისხმა,
ყველა გამსვლელს გულიდან ღია დარჩა კარები.

მე ულევი ცის ნამით, შემოდგომის თვალებში,
შევეფე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1084 / თარიღი: 2014-11-04 / 0:33 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ღვიძავთ სურვილებს / giorgi gabaidze - ghvidzavt survilebs


(მამა პეტრე კვარაცხელიას)

მოაქვს ფიფქები თბილისისკენ
თბილი აურით,
ვაგონს, რომელიც ვეღარ იტევს
სითბოს ამხელას,
მოჰყავს შხუილით პოეტი და
უფლის მსახური,
როგორც სიშორედაძლეული
გრძნობის გამხელა.

ფიფქი მინაში შემოჭრას რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1030 / თარიღი: 2014-11-04 / 0:31 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - ყეფენ საფეთქლები / giorgi gabaidze - kefen safetqlebi


ცრემლი იღვენთება ღაწვზე სანთელივით მძიმედ,
მძივი აიცვრება ყელზე დასაკიდად, მენდე,
ბევრი საფიქრალი თვალზე მოგილულავს იმედს,
იწვე, არ გეძინოს, მწამდე შორიდან და გწერდე.

ასე მირჩევნია, რომ არ მიგიჩვიო ახლოს,
ცხელი სუნთქვისაგან ჰაერს შეუზავო ორთქლი,
სუნთქვ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1074 / თარიღი: 2014-11-04 / 0:29 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შენ ელი... / giorgi gabaidze - shen eli...


(თუნთას)

შენ ელი, ვის ელი, ყოველდღე რომ ელი?
მოვა ის თებერვლის თოვლივით ხვალ ან ზეგ,
მთვარეზე დაკრეფილ შროშანთა მთოვ-ელი,
ჟრუანტელს სხეულზე ფანტელად დაგასევს.

ის მოვა უბრალოდ, ანაზდად მომენდე...
ფანტ-ელის სურნელით თუ გაიანაზდებს,
სისრულე დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1331 / თარიღი: 2014-11-04 / 0:27 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შიშველ ბათუმზე კოცნა მომინდება / giorgi gabaidze - shishvel batumze kocna momindeba


ყინვა შემეპარა - სითბოს ატროფიად,
სული მარხულობით დავაკორექტირე,
ძველი ჩვეულება სევდით დამთრობია,
ღამით ალკოჰოლად გავათოვებ- (ტირე)
დი... ამ მოლოდინში ისე მომინდები,
ცრემლი აკივლდება ძველი არღანივით,
მერე მრისხანება ცისა მობინდდება,
ღამე გადაძვრება ბა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1980 / თარიღი: 2014-11-04 / 0:25 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შუაღამე... / giorgi gabaidze - shuaghame...


(ტერენტის)

ვუყურებ, თუმცა ვერ ვიმეტებ,
სანთელზე ფრთებდამწვარ ფარვანას,
ერთი დღის ნაბოძებ იმედებს,
ნათლისკენ სწრაფვაში ავანებს.

და უკანასკნელზე მეც ვფიქრობ,
სულის იმ ღვთაებრივ როკვაზე,
მომეცა ცოტათი მეტი დრო,
რომ სამას სამოცი მოვხაზო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 985 / თარიღი: 2014-11-04 / 0:24 AM / სამშაბათი

გიორგი გაბაიძე - შუქნაკლული ლამპიონები / giorgi gabaidze - shuqnakluli lampionebi


ჩვენ ერთმანეთის ორეულებად დავძრწით ქალაქში,
ქუჩებში სადაც ლამპიონებს შუქი აკლიათ,
მუცლადყოფნისას იგი უკვე იყო ზვარაკი,
და იოანე მაშინათვე იყო ნათლია.

მხატვრებიცა ვართ და ფერების არევაც ვიცით
სამი ფერისგან ათასფერი ძალგვიძს ვაქციოთ,
მერე შევავსოთ ამ ფერ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1267 / თარიღი: 2014-11-04 / 0:23 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 228 229 230 231 232 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0