მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-05-20, 11:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ნიკოლოზ ბარათაშვილი - მერანი / nikoloz baratashvili - merani


მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,
უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!
გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

გაკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაიარა კლდენი და ღრენი,
გასწი, გაკურცხლე და შემიმოკლე მოუთ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 3096 / თარიღი: 2014-08-05 / 5:13 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სულო ბოროტო… / nikoloz baratashvili - sulo boroto


სულო ბოროტო, ვინ მოგიხმო ჩემად წინამძღვრად,
ჩემის გონების და სიცოცხლის შენ აღმაშფოთრად?
მარქვი, რა უყავ, სად წარმიღე სულის მშვიდობა,
რისთვის მომიკალ ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება?

ამას უქადდი ჩემს ცხოვრებას, ყმაწვილკაცობას?
თითქოს მაძლევდი ამა სოფლად თავისუფლება ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 7983 / თარიღი: 2014-08-05 / 5:11 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - შემოღამება მთაწმიდაზედ / nikoloz baratashvili - shemoghameba mtatsmindaze


ჰოი, მთაწმიდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი

დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი,

ვითარ შვენიან, როს მონამენ ცვარნი ციურნი,

ოდეს საღამოს დაშთენ ამოს ციაგნი ნელნი!

ვითარი მაშინ იდუმილობა დაისადგურებს შენს არემარეს!

რა სანახავი წარუტყვევს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1124 / თარიღი: 2014-08-05 / 5:08 PM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - წელიწადის ყველა დროს ... / niko gomelauri - tselitsadis kvela dros ...


წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1143 / თარიღი: 2014-08-05 / 11:45 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - მე რომ წავალ ალბათ... / niko gomelauri - me rom tsaval albat...


მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1255 / თარიღი: 2014-08-05 / 11:43 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - ქართულო სიტყვავ! / giorgi leonidze - qartulo sitkvav!


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1537 / თარიღი: 2014-08-05 / 11:27 AM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - იორის ღამე / giorgi leonidze - ioris ghame


მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.

ეს მთვარე ვიღამ შეკერა,
ვინ არის მისი მკერავი?
ეს გული ვიღამ დასხლიტა,
ბურთივით გაუთქერავი?

შენ დამარწიე, იორო,
მაჩქეფე თავზე მირონი;
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1332 / თარიღი: 2014-08-05 / 11:24 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია / ilia chavchavadze - chemo kargo qvekanam, razed mogitskenia


ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია
ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია!..
აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია,
თუმცა ძველნი დაგვშორდნენ, ახალნი ხომ შენია...

მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია, -
ჩემო თვალის სინათლევ, რაზედ მოგიწყენია?

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1179 / თარიღი: 2014-08-05 / 8:41 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - სანთელი / ilia chavchavadze - santeli


ვზივარ და შევჭვრეტ ჩემ-წინ სანთელსა,
რომელიც წეღან უხვად ნათელსა
ჩემს ოთახს ჰფენდა და აშუქებდა
და თვალ-წინ ბნელსა განმინათლებდა;
აწ მიწურვილა გასაქრობლადა,
შანდლისა თავზე ძლივ-ძლივღა ბჟუტავს,
ხან ჩაქრება და ხან მნათობლადა
კვლავ შანდლიდამა წამოიხედავს. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1778 / თარიღი: 2014-08-05 / 8:37 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - აჩრდილი / ilia chavchavadze - achrdili


I

აღმობრწყინდა მზე დიდებულადა
და გაანათლა ქვეყანა ბნელი,
კავკასის მთების წვერთა მაღალთა
ზედ გადაჰფინა ოქროს ნათელი.
აღმოჩნდა მთების ზემოთ მყინვარი,
ცისა და ქვეყნის შუა დაკიდულ,
იგივ დიადი, იგივ მძვინვარი,
იგივ დიდებულ და დადუმებულ.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 6778 / თარიღი: 2014-08-05 / 8:35 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 369 370 371 372 373 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0