მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
პარასკევი, 2024-05-10, 12:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



შოთა ნიშნიანიძე - მე ვარ მისანი ხარი წიქარა / shota nishnianidze - me var misani khari tsiqara


მე ვარ მისანი ხარი წიქარა,
შენი დვრიტა ვარ, მამულ-დედულო,
ზღაპრიდან მისთვის გამოვიპარე,
რომ გემსახურო და გიერთგულო.
შენი უღელი მემჩატოს აგრემც,
ქედზე რომ მადგას განაჩენივით
არ მომიღერო გეთაყვა სახრე,
სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი.
და თუ გქონია რა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2146 / თარიღი: 2014-08-05 / 8:33 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - გული / shota nishnianidze - guli


როგორც ჩიტი გალიაში, როგორც მუჭში პეპელა,
ფრთხიალებ და ჩუმად ფეთქავ სიცოცხლის სანთებელა.
თვითონ ღმერთი წამებული, შენ ერთს გწყალობს ისევე _
მხოლოდ გულში შემოდის და მხოლოდ გულში ისვენებს.
გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე.
გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1450 / თარიღი: 2014-08-05 / 8:31 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - სასწაული / shota nishnianidze - sastsauli


გუშინ ჩემს ფანჯარასთან გოგონამ ჩაიარა
თითქოს გულში შეირხა ატმის ტოტი ბრიალა
იმას ჰგავდა, სულ იმას... (ღმერთო, რა გამიხარდა?!)
მე რომ პატარობისას შეშლილივით მიყვარდა.
გულო, რისა გრცხვენია, შე სულელო, შე გლახა,
განა არ გიხარია იმ ნაღვერდლის შენახვა?
სამარიდან ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1146 / თარიღი: 2014-08-05 / 8:23 AM / სამშაბათი

ნიკო გომელაური - წამები (10 წამია რაც გაგიცანი) / niko gomelauri - tsamebi (10 tsamia rac gagicani)


10 წამია რაც გაგიცანი
9 წამი არის რაც გავიხარე
8 არის წამი ვიგრძენი ტანი
7 წამის წინ შიგ ჩავიღვარე
6 გავიდა -წამება ექვსი
5 წამში გაჩნდა შენდამი ლექსი
4 უაზრო უშენო წამი
3 ჯერ პირჯვარი ,თვალებზე ნამი
2 წამში ხდება შეტევა გულის
1 წამში სკ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1122 / თარიღი: 2014-08-05 / 8:10 AM / სამშაბათი

მუხრან მაჭავარიანი *** / mukhran machavariani - ***


შენ – სისხლო ჩემო – სად არ დაღვრილო...
შენ – სად არ გხვრეპდა შავი ყორანი.
ვინ გაგაკვირვოს, რამ გაგაკვირვოს, -
ნადიდგორალი, ნაშამქორალი.
შენ – სისხლო ჩემო – შენი ღვაწლია,
რამაც აქამდე კი მოაღწია:
სვეტიცხოველი... ხანძთა... ვარძია და ისიც, -
რაც მტერს წა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1050 / თარიღი: 2014-08-05 / 8:07 AM / სამშაბათი

აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება / aghmashenebeli tbiliss mobrdzandeba


აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1638 / თარიღი: 2014-08-05 / 7:58 AM / სამშაბათი

იოსებ ნონეშვილი - ღმერთი და ხელები / ioseb noneshvili - ghmerti da khelebi


მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,
თეთრი ღრუბლები ეწყო ბალიშებად,
მყინვარი შანდლად ედგა,
შიგ მზე სანთლად ენთო
და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.
წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,
მიწის ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა,
გაშლილ ხელისგულზე ედო დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1953 / თარიღი: 2014-08-05 / 7:54 AM / სამშაბათი

მურმან ლებანიძე - უფლისციხესთან ... / murman lebanidze - ufliscikhestan ...


უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი
არა დაღვრილის, _ დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი
არ გამაჩნია!

მე დავინახე სვეტიცხოვლის თორმეტი სვეტი,
თოთხმეტი ციხე ზეგნებიდან ლაჟვარდს გასჩრია,
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი < ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1274 / თარიღი: 2014-08-05 / 7:51 AM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - ხატის წინ / akaki tsereteli - khatis tsin


მიყვარს, როდესაც ხატის წინ
ანთია წმინდა სანთელი
და საიდუმლო პარპალით
ბნელს ფანტავს მისი ნათელი.
მყუდროდ, უხმოდ და უძრავად
დნება, ვით მსხვერპლი დიადი,
რომ მადლით გაასპეტაკოს,
თვალუწვდომელი წყვდიადი!
მივჩერებივარ ამ დიდ ძალს
მწარ-ტკბილად ჩ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1329 / თარიღი: 2014-08-05 / 7:49 AM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - ხანჯალს / akaki tsereteli - khanjals


შენი ჭირიმე, ხანჯალო,
რკინაო ხვარასნისაო,
შენ ერთად-ერთო იმედო
მტრისაგან გამოხსნისაო!..
გლესავ და გლესავ, ხანჯალო,
ამოგიფერავ გულსაო!
შენ უნდა ეძმო და ეყმო
უმართლოდ დაჩაგრულსაო!
ნესტარიცა ხარ, ბასრიც ხარ,
ორივე გვერდით მჭრელიო;
გპ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1199 / თარიღი: 2014-08-05 / 7:48 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 370 371 372 373 374 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0