მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
ორშაბათი, 2024-05-20, 11:52 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



გრიგოლ ორბელიანი - ღამე / grigol orbeliani - ghame


მთოვარე, აშიკთ მოწამე, სიამით ნათელს მოჰფენდა,
ნიავი სუნნელთ ყვავილთგან ჰკრეფდა და ქროლით მოჰბერდა.
ბულბულიც ბუჩქში ფარულად ვარდსა გალობით შეჰსტრფოდა,
და მით გულს ცეცხლი ტრფობისა უმეტეს აღმეგზნებოდა.
ვაზნი ფურცელთა გარდაშლით ჩემზედ კამარას შეჰსდგმიდნენ.
მუნ სული ჩე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1238 / თარიღი: 2014-08-05 / 9:43 PM / სამშაბათი

გრიგოლ ორბელიანი - გაზაფხული / grigol orbeliani - gazafkhuli


ყოველთ სულთა, საცხოვრებლად,
სასიამოდ, საშვებელად,
გაზაფხულით განიღვიძეს!
ნიავი ჰქრის სუნნელების!
მდელო ნაზად აღმწვანდების!
და მზემ სხივნი ჰყო უნათლეს.
დრო საამო! როს ბულბული
ვარდსა შესტრფის ეშყით ბმული:
როს სიტურფე, სიხარული
ყოველთათვის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1172 / თარიღი: 2014-08-05 / 9:42 PM / სამშაბათი

გიორგი ლეონიძე - ციცარი / giorgi leonidze - cicari


გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი»,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1916 / თარიღი: 2014-08-05 / 9:40 PM / სამშაბათი

ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან... / isev amodis kvamli bukhridan...


ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,
და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან
გზადაგზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს...

მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1119 / თარიღი: 2014-08-05 / 9:38 PM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - მოვა… მაგრამ როდის? / galaktion tabidze - mova... magram rodis?


შორეული ქალის ეშხი

მოვა... მაგრამ როდის?

სიყვარული სასახლეში

მხოლოდ ერთხელ მოდის!

ასეთია ნაზი ბედი,

ბედი რჩეულ ფერის,

სიცოცხლეში თეთრი გედი

მხოლოდ ერთხელ მღერის!

ზრდილი, ნაზი და მეფური,

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1198 / თარიღი: 2014-08-05 / 9:36 PM / სამშაბათი

მირზა გელოვანი - თოვლი / mirza gelovani - tovli


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,

სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.

მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი

და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.

დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,

თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.

იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1130 / თარიღი: 2014-08-05 / 9:21 PM / სამშაბათი

იოსებ ნონეშვილი - შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა / ioseb noneshvili - shen saqartvelos dedofloba dagshvendeboda


შენ საქართველოს დედოფლობა დაგშვენდებოდა…
დაგშვენდებოდა და რარიგად დაგშვენდებოდა,
შენს ერთ სიტყვაზე ქალაქები აშენდებოდა
და დაიწყებდა უდაბნოში შრიალს წალკოტი.
ერთი შეხედვით ვაკაცების გულებს დაჰკოდდი
და მზის თინათინს დაჩრდილავდი თვალთა ციალით.
დალოცდი ლაშქარს დ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 1 / ნანახია: 8563 / თარიღი: 2014-08-05 / 9:15 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ორი რიონი / tician tabidze - ori rioni


ასე ადგება წარღვნა ქვეყანას,
ელვამ მთის წვერებს გადაუარა,
გრიგალი კორტნის და წვიმის თქეშში
გაუღვიძია სებასტიან ბახს.

და სიყვარულის თვითონ მუქარა
არა ჰგავს მხოლოდ პოეტის ტრაბახს.
თითქო მშობლიურს ისმენდეს ნანას
ანდა დაღუპვა იყოს ნუგეში -

... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 3038 / თარიღი: 2014-08-05 / 9:13 PM / სამშაბათი

ტიციან ტაბიძე - ანანურთან / tician tabidze - ananurtan


შენ აქ რა გინდა, მაგრამ ყოველთვის
მომაგონდები ამ ანანურთან.
შავი არაგვი თეთრ არაგვს ერთვის,
ჩვენი გათიშვა კი ყველას სურდა.

არც კი გიცნობდი, არც კი მენახე,
ისე გხატავდა თამარს ვრუბელი.
ხარ დანგრეული შენ „მოდი-ნახე",
ფეხ-მოტეხილი შენ ხარ ღრუბელი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4844 / თარიღი: 2014-08-05 / 9:12 PM / სამშაბათი

ნიკოლოზ ბარათაშვილი - სული ობოლი / nikoloz baratashvili - suli oboli


ნუ ვინ იტყვის ობლობისა ვაებას,
ნუ ვინ იტყვის თავის უთვისტომობას, -
საბრალოა მხოლოდ სულით ობოლი:
ძნელღა ჰპოვოს, რა დაკარგოს მან ტოლი!

მეგობართა, ნათესავთ მოკლებული,
ისევ ჩქარად ჰპოვებს სანაცვლოს გული;
მაგრამ ერთხელ დაობლებული სული
მარად ითმენს უნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2314 / თარიღი: 2014-08-05 / 5:14 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 368 369 370 371 372 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0