მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
კვირა, 2024-04-28, 6:39 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ანა კალანდაძე - ფეხი დამადგით / ana kalandadze - fekhi damadgit


ფეხი დამადგით,
გულზე დამადგით ფეხი ყოველმან,
წყალობა ჰყავით…
საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან
ვისურვე დავით…
ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი
ყურძნის მტევნებით…
–ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები
ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს,
რაი გა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1029 / თარიღი: 2014-08-05 / 3:58 AM / სამშაბათი

ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით / ana kalandadze - modioda nino mtebit


ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა… და,
როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ…
მოჰკიოდა, ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავანს ტბასა ზედა ძრწოდა ქარი…
მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1363 / თარიღი: 2014-08-05 / 3:56 AM / სამშაბათი

აკაკი წერეთელი - გულის პასუხი / akaki tsereteli - gulis pasukhi


მე შენ მიყვარდი ციურის გრძნობით,
ვით პოეზია, როგორც ღვთაება
და შენს თვალებში მეხატებოდა
სასუფეველი და უკვდავება!

ჭირში თუ ლხინში, ფხიზლად თუ ძილში
მცველ-ანგელოზად მელანდებოდი,
და, ვით ხატის წინ წმინდა სანთელი,
უბიწო მსხვერპლად შენ-წინ ვდნებოდი. ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2014-08-04 / 11:26 PM / ორშაბათი

აკაკი წერეთელი - განთიადი / akaki tsereteli - gantiadi


მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.
დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…
მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1598 / თარიღი: 2014-08-04 / 11:23 PM / ორშაბათი

ნიკო გომელაური - *** / niko gomelauri - ***


აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი…
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი…
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა…

კომენტარები: 0 / ნანახია: 1135 / თარიღი: 2014-08-04 / 11:20 PM / ორშაბათი

ვაჟა ფშაველა - სიყვარული / vaja fshavela - sikvaruli


შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა…
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1243 / თარიღი: 2014-08-04 / 11:16 PM / ორშაბათი

ლადო ასათიანი - სალაღობო / lado asatiani - salaghobo


ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული და მოქნეული გავაზივითა.
ხომ ლამაზია ეს საქართველო,მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ფართოდ გაშლილი და მოხატული თამარ დედოფლის დარბაზივითა.
"კაცის გული ისეთია,
ვით მორევი შავი ზღვისა:
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1637 / თარიღი: 2014-08-04 / 11:12 PM / ორშაბათი

გიორგი ლეონიძე - ყივჩაღის პაემანი / giorgi leonidze - kivchaghis paemani


ყორღანებიდან გნოლი აფრინდა,
ყაბარდოს ველი გადაიარა,
ისევ აღვსდექი!
მუხრანის ბოლოს
ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს.

ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.

ხოხბობ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1368 / თარიღი: 2014-08-04 / 11:07 PM / ორშაბათი

ილია II - ყველაფერი კარგად იქნება! / ilia II - yvelaferi kargad iqneba


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1640 / თარიღი: 2014-08-04 / 11:03 PM / ორშაბათი

ჯანო გიორგაძე - შენ და პოეზია / jano giorgadze - shen da poezia


ვერ ეთვისები შენ პოეზიას,
შენთვის არასდროს არ მღერის გედი,
ვერ გამიგია რა მიზეზია,
რომ არ გაღელვებს პოეტთა ბედი.

ლექსია ქვეყნად, რაც მაბადია,
ვილევი მე შენს წინაშე დარდით,
ო,რომ ვერა გრძნობ, რა ჟღერადია
„სილაჟვარდე და სილაში ვარდი".

კომენტარები: 0 / ნანახია: 1279 / თარიღი: 2014-08-04 / 11:01 PM / ორშაბათი

« 1 2 ... 373 374 375 376 377 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0