მთავარი » 2014 » აგვისტო » 5 » ანა კალანდაძე - ფეხი დამადგით / ana kalandadze - fekhi damadgit
3:58 AM ანა კალანდაძე - ფეხი დამადგით / ana kalandadze - fekhi damadgit
ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან, წყალობა ჰყავით… საქართველოის ყოვლოს მპყრობელმან ვისურვე დავით… ფეხქვეშ გაცვითეთ საფლავის ლოდი ყურძნის მტევნებით… –ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო მიუტევები ღირს მსახურებდი ქართულ მიწა-წყალს, რაი გადარდებს? გასწიე იგი "ნიკოფსიითგან დარუბანდამდე"…. თუ, ეს მაღალთა თავმდაბლობაა ოდით და ოდით? თუ ცოდვილი ხარ, მაშინ, მეფეო, რაღა ქნან ცოდვილთ სულის სიმშვიდის, სულის სიმშვიდის ვერსით მპოველთა? –ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველთა…
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1067 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|