Загрузка...
ილია II - ყველაფერი კარგად იქნება! / ilia II - yvelaferi kargad iqneba - 4 აგვისტოში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:13 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » აგვისტო » 4 » ილია II - ყველაფერი კარგად იქნება! / ilia II - yvelaferi kargad iqneba


11:03 PM
ილია II - ყველაფერი კარგად იქნება! / ilia II - yvelaferi kargad iqneba


ნუ დაეცემი სულს ნუ იტანჯავ
ტანჯვა ყოველთვის ფიქრით იწყება
იფიქრე კარგი და დაინახე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როგორც ისწავლი სამყაროს ხედვას
შენი ცხოვრებაც ასე იქნება
გულს ნუ გაიტეხ, გწამდეს უფლის
და ყველაფერი კარგად იქნება!

ტყუილ-უბრალოდ ღელვა და შიში
განა ვერ ატყობ, რომ არ გიხდება;
ნუ ...შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ვარდები დეპრესიაში
და შენი ტანჯვა ატყობ იწყება
მაშინ მოუხმე თვით შთაგონებას, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

რომც დაგარწმუნონ რომ იღუპები
შენი სიცოცხლის წუთი ითვლება
რწმენას მოუხმე და შენ იხილავ, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

თუ ცოდვები გაქვს, სულით დაეცი
ღმერთი არ გტოვებს, შენკენ იხრება
ის მოწყალეა ყველა ცოდვილის,
და ყველაფერი კარგად იქნება!

როდესაც იმედს აზრი აღარ აქვს
და შენი გული ბოღმით ივსება,
ერთადერთია რაც გადაგარჩენს, თქვი
ყველაფერი კარგად იქნება!

დიდი ნიჭია თავშეკავება
ნიჭით სიბნელე ნათლით იცვლება
როცა ამ ნიჭს ფლობ, შენ უკვე იცი, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როცა ირწმუნებ სიტყვების ძალას,
და ეს სიტყვები შენთვის იფრქვევა,
სხვებს აუხსენი და შთააგონე, რომ
ყველაფერი კარგად იქნება!

როდის იქნება? როგორ იქნება?
როცა კითხვები გულში ისმება,
ნუ უფიქრდები უაზრო კითხვებს,
ღმერთის წყალობით
სულყველაფერი კარგად იქნება!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1718 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, პოეტი, poeti, leqsebi, leksi, leqsi, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აგვისტო 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0