მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-04-27, 7:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე / galaktion tabidze - mtatsmindis mtvare


ჯერ არასდროს არ შობილა
მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი
შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს
და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი
ჯერ ცა მე არ მახსოვს!

მთვარე თითქოს ზამბახია
შუქთა მკრთალი მძივით,
და, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1581 / თარიღი: 2014-08-05 / 4:57 AM / სამშაბათი

ტერენტი გრანელი - ალბათ მოვა დრო … / terenti graneli - albat mova dro...


ალბათ მოვა დრო …
ალბათ მოვა დრო – შენც აინთები,
ახლა დარდების მძიმე წუთია.
მიწას ადგია ცა გარინდებით
და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია.
არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის,
ადამიანის ბედი კრულია.
დადუმებული კიდია ზარი
და თითქოს ზარი საყდრის გულია.
მე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1121 / თარიღი: 2014-08-05 / 4:54 AM / სამშაბათი

ლადო ასათიანი - კრწანისის ყაყაჩოები / lado asatiani - krtsanisis kakachoebi


ჰეი, თქვენ, არაგველებო, გაუმაძღარნო ომითა,
თქვენს საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა.
შავჩოხიანო ვაჟკაცო, ჭრილობა ხომ არ შეგხსნია?!
ეს სისხლი არის, თუ მართლა ყაყაჩოების ცეცხლია?!
შავჩოხიანო ვაჟებო, ასე რამ გაგახალისათ,
ჟრიალი ხომ არ მოგესმათ ოჟა ჯურხაის ფ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1574 / თარიღი: 2014-08-05 / 4:51 AM / სამშაბათი

მირზა გელოვანი - *** / mirza gelovani - ***


ქართლის მიწავ, უტკბილესო,
საყვარელო ქართლის მიწავ,
ჩვენს ცხრათვალა დიად მზეს და
ჩვენს ალისფერ დროშას ვფიცავ!
ამ მწვანე ხეს, ძვლებზე გაზრდილს,
ამ ლოდების ხავსს და ნაჟურს,
კავკასიონს, ცამდე აწვდილს,
შავნაბადას გულდაჟანგულს,
ამ ბუჩქებს და იმ ქერა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2014-08-05 / 4:48 AM / სამშაბათი

ვაჟა ფშაველა - გაზაფხული / vajha fshavela - gazafkhuli


ყინვისგან შეწუხებულმა
ვნახე, ზამთარი კვდებოდა,
ლეღმა ნაკრავი ყინული
მდინარეებზე ტყდებოდა;
ბატი, წერო და ყარყატი
მათ ნაპირებზე სხდებოდა
და გაზაფხულის ზლაზვნითა
სამარიდანა დგებოდა,
ტანით სუდარას იხდიდა,
დიბ-ფარჩით იმოსებოდა.
ეუწყა გ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1226 / თარიღი: 2014-08-05 / 4:47 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - ქებათა-ქება ნიკორწმინდას… / galaktion tabidze - qebata-qeta nikortsmindas


მაქვს მკერდს მიდებული
ქნარი, – როგორც მინდა -
ჩემთვის დიდებული
სხივი გამობრწყინდა.
მკვიდრად ააშენა,
ვინაც ააშენა
და ცით დაამშვენა
დიდი ნიკორწმინდა.
გზნებით დამკარგავი
გრძნეულ ჩუქურთმებით,
ქარგით დამქარგავი
ნაზი შუქურ-თმებით ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1104 / თარიღი: 2014-08-05 / 4:45 AM / სამშაბათი

გალაკტიონ ტაბიძე - გადმოფრენას ეს ყორანი / galaktion tabidze - gadmofrenas es korani


გადმოფრენას ეს ყორანი
მადათოვზე აპირებს,
გაანათებს რესტორანი
ტივებიან ნაპირს.
ასე მიდის ეს ზამთარი
სიზმარივით მდევარი,
ასე რეკავს საზანდარი
უქმი, შემაქცევარი.
რომ ისმოდეს საიათნოვას
დაჟანგული ჰანგები,
მიეთოვოს, მოეთოვოს
კედ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1387 / თარიღი: 2014-08-05 / 4:10 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - სახუმარო / shota nishnianidze - sakhumaro


ორშაბათს გოგონა გავიცანი,
გოგონა ნახატი ყალმისანი,
მისი ღიმილი და დალალები
სამშაბათს გამიხდა საფიცარი.
ოთხშაბათს წერილი გავუგზავნე
და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი,
ჩემი გასაჭირი ავუხსენი,
ჩემი ეჭვები და იმედები.
პარასკევს პასუხი მომივიდა,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1140 / თარიღი: 2014-08-05 / 4:06 AM / სამშაბათი

შოთა ნიშნიანიძე - ამ ქუჩის ბოლოს / shota nishnianidze - am quchis bolos


ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2296 / თარიღი: 2014-08-05 / 4:05 AM / სამშაბათი

ილია ჭავჭავაძე - ლოცვა "მამაო, ჩვენო"


მამაო, ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა!
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა:
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა…
არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული,
შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1318 / თარიღი: 2014-08-05 / 4:02 AM / სამშაბათი

« 1 2 ... 372 373 374 375 376 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0