მასალის არქივი - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-04-27, 5:42 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » მასალის არქივი



ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - მჯერა


ისევ მარტო დავრჩი,
შენზე ფიქრით ვირთობ თავს,
მე ჩემ ოთახში ვზივარ,
რომელიც ციხის საკანს გავს.
მე ვიცი,რომ შენ მოხვალ,
ვიცი არ დაუთმობ მტერს,
შენ ქანდაკებს ჩემსას
ყოველთვის გადაწმინდავ მტვერს,
მე მჯერა,შენი ნდობის,
მჯერა,რომ შენ მოხვალ დღ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 4135 / თარიღი: 2013-02-26 / 11:58 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - მეცხრამეტე


დღეს მეცხრამეტე თოვლია
და მეცხრამეტე ლექსი,
ჩემი წარსულის ტოლი ვარ,
გავდგი ცხრამეტი ფესვი.
სტუმრები ჩემი მხოლოდ წლებია,
დღესასწაული ცხრამეტი ლანდის
და ავსებს გვერდებს ჩუმს და სევდიანს
ეს უსასრულო,ცხრამეტი დარდი.

კომენტარები: 0 / ნანახია: 1851 / თარიღი: 2013-02-26 / 11:53 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * ნასახლარები ჩემი წარსულის


ნასახლარები ჩემი წარსულის,წალეკა წყალმა.,
მიწას დაემხო აშენებული ოცი სართული,
ვიცი გიყვარვარ და აღარ მინდა შენი წვალება,
ჯერ არ დაიხა ჩემი სულის ძველი საფულე,
კვლავ ამოვხედავ შენს აივანს კუთხესთან
მდგომი,
ოცი წლის გავხდი და შენს ფანჯრის წინ
დაემხო რომ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1817 / თარიღი: 2013-02-26 / 11:51 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე


მე უფრო მეტი ყვავილი მოგიწყვიტე,
ათასი სიტყვით,სახით დაგამძიმე,
ხომ ვერ მოვპარავ საკუთარ თავს იმას,რაც ვარ.
შენ დაგავიწყდა,რომ შტორმს,შტილი მოჰყვება.
და შენი ნავი მალე მშვიდად იცურებს,სულ სხვაში.
საშიში ის არის,ვინც იმდენ ყვავილს ვერ მოწყვიტავს,
რამდენიც უნდ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1891 / თარიღი: 2013-02-26 / 11:50 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - აქ ხარ


ვიცი ისეც უსწრებ დროს,
მოხვედი, მ აგრამ მე ვერ გხედავ,
ამ სიმღერით თუ გაგათბობ,
შენ კი კვლავ დამავიწყებ სევდას,
შენ აქ ხარ, შენ აქ ხარ,
შენ აქ ხარ, ჩემთან.
ეს ხალხი ძველ სიმღერებს მთხოვს,
მე კი ჯიუტად ვმღერი ახალს,
მე მხოლოდ შენ სიყვარულს ვგრძნ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1312 / თარიღი: 2013-02-26 / 11:48 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - საქართველო


მოვიდა დრო,რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს,
მე გაძლევ ფიცს,რომ სიყვარული კინოს აღარ გავს.
ვიცი, ყოველთვის და ყველგან ვატარებდი ცდებს,
მე მოგცემ ძალას მოერიო დაჟანგებულ ფრთებს.
ხომ ხედავ, შენი გაბზარული გული ჩემით ცემს,
შენ იცი სიყვარული,აზრი აღარა აქვთ წლებს.
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1966 / თარიღი: 2013-02-26 / 11:47 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - შავი ფერი


შავი ფერი შევიფერე, მოვიარე მთა-მთა,
ყაყაჩოთი ამოვავსე ჩემი ძველი ჩანთა,
მოვადუღე, გავიკეთე, შემეცვალა ფერი,
სიგარეტი ვერ ვიშოვე ვეღარც-ერთი ღერი.

იმედი მაქვს გაზაფხული კიდევ ერთხელ მოვა,
დავიღალე, ვერ ვიძინებ, აღარ მინდა გლოვა,
აღარ მჯერა გამარჯვების, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1914 / თარიღი: 2013-02-26 / 11:45 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - უძილობა


კვლავ უძილობამ გუშინ ღამით მომისამძიმრა,
ჭექა-ქუხილით,დასეტყვილი ქუჩების სუნით,
ბეჭჩამოტეხილ,მერცხალთა ბუდეს ჰგავდა
მთაწმინდა,
ბალიშზე იდო შავი ბიბლია და თეთრი პური.

კომენტარები: 0 / ნანახია: 2320 / თარიღი: 2013-02-26 / 11:39 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - * * * სულო,განდევნე ეს მღელვარება


სულო,განდევნე ეს მღელვარება,
მას ემალება მზის ელვარება,
ვის ევალება ცხოვრება ჩვენი
სამარადისოდ რომ გაანათოს.

ნუთუ ცხოვრება მხოლოდ ოცნების
და სინანულის მწარე ფონია,
რთულ ჰარმონიად,ეს აგონია,
ღმერთმა მიბოძა ასე მგონია.

და უცებ გაქრა ე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1647 / თარიღი: 2013-02-26 / 11:33 PM / სამშაბათი

ირაკლი ჩარკვიანის ლექსი - გუშინ ღამე


ალბათ არ იცი,რომ გუშინ ღამე გელოდი,
მარტო ვიჯექი,ჩემს ძველ ოთახში,ვწერდი,
ლოთი კაცები მრავალჟამიერს ჩუმად
მღეროდნენ,
ხომ იცი,სულ ქეიფობენ აქვე,ჩემს გვერდით.

მე შენ გელოდი,ჩემი ბავშვობის აჩრდილთან
ერთად,
ის თურმე ჩემთან შეხვედრას ნატრობს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 2398 / თარიღი: 2013-02-26 / 11:32 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 416 417 418 419 420 ... 425 426 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0