ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - ყვავილები / nikoloz qartveli (dzamiashvili) - kvavilebi
ნამი დაედოთ მინდვრის ყვავილებს. ყვავილს რომელსაც აქვს შენი სუნი უაზროდ მოვკრეფ. კაბად ჩაგაცმევ მე თბილ ამინდებს და ხელს ჩაგკიდებ ისე უბრალობ. მერე თუნდ მოვკვდე!.. ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 09.06.2015
კომენტარები: 0 / ნანახია: 1247 / თარიღი: 2015-08-07 / 6:01 AM / პარასკევი
ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - თუკი ცხოვრებას არ თმობ... / nikoloz qartveli (dzamiashvili) - tuki ckhovrebas ar tmob...
თუკი ცხოვრებას არ თმობ, როგორ ვარჩინოთ ბავშვი? მოვიფიქრებდით ერთობ. არ დაგტოვებდი სახლში. მე რაც აქამდე მახსოვს, წავშლი, ყველაფერს წავშლი მოდი ფიფქივით თეთრო, დაგადგამ ფრთებს და გავშლით!.. ნიკოლოზ ქართველი (ძამიაშვილი) - 02.06.2015
კომენტარები: 0 / ნანახია: 934 / თარიღი: 2015-08-07 / 6:00 AM / პარასკევი
თამაზ ბაძაღუა - ჩვილივით სათნო და უდარდელი / tamaz badzaghua - chvilivit satno da udardeli
ჩვილივით სათნო და უდარდელი, ჩვილივით სუსტი დღეს მერამდენედ, გამოაშუქებს ლანდი ნათელი, ლანდი, რომელიც ვეღარ განვდევნე. და უცნაური სურვილის შიშით ანთია ბნელში ცხელი ფაფარი _ ლანდი, რომელიც იზრდება ძილში და ხელებს მტკივან თვალზე მაფარებს. მე ჩვეულ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1039 / თარიღი: 2015-07-18 / 3:56 PM / შაბათი
თამაზ ბაძაღუა - რას დაიტოვებ ჩემგან / tamaz badzaghua - ras daitoveb chemgan
რას დაიტოვებ ჩემგან, ბალახო, წვიმავ, რა მიგაქვს ჩემი ცრემლიდან, მე კიდევ ერთი დიდი დღე მინდა, შუაღამისას მოსულ თემიდას ჩემი სიმშვიდე რომ დავანახო. რა უსიზმრებო სიზმრებში ვხრჩოლავ, ჩემივე კვამლი ნესტოებს მიწვავს რა მინერალებს აღაგზნებ, მიწავ, ჩე
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1013 / თარიღი: 2015-07-18 / 3:55 PM / შაბათი
თამაზ ბაძაღუა - ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე / tamaz badzaghua - ver movitkue tavi bolomde
ვერ მოვიტყუე თავი ბოლომდე ვერც სიყვარულით და ვერც იმედით, სად არის ქალი, რომ გამყოლოდეს იმ გზაზე, სადაც ვეღარ მივედი. წვიმამ და ქარმა დამსუსხა ერთად, და საკუთარი წამართვა ლანდიც. მწყუროდა ღვინო და ვსვამდი ქეძაფს, მწყუროდა ზეცა და მიწას ვჭამდი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1001 / თარიღი: 2015-07-18 / 3:54 PM / შაბათი
თამაზ ბაძაღუა - ქარით გიყურებ ... / tamaz badzaghua - qarit gikureb ...
ქარით გიყურებ და ყველაზე ჩუმი ვარსკვლავივით გისმენ, ხეებით გესაუბრები და ნისლით ვცდილობ გაღიმებას, ხოლო ზაფხულით გეფერები და მისი ღელვა ფორმას იძენს შენი მღვივანი მკერდის გარშემო. გაზაფხული და შემოდგომა ჩვენს უცვლელ დროში ვერ შემოდიან, მაგრამ ზამთარი
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1013 / თარიღი: 2015-07-18 / 3:51 PM / შაბათი
ლაშა გახარია - აგვისტოს შვიდი / lasha gakharia - agvistos shvidi
სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი. დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი… და როგორც დანით გაჭრილი თითი ტუჩებთან მტკივა შენი სახელი. ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები, გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან. ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები – კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1880 / თარიღი: 2015-07-17 / 8:13 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები / lasha gakharia - shens kabas tsciteli tu schirs batonebi
შენს კაბას წითელა თუ სჭირს ბატონები, ანდა - ყაყაჩოთა სახადი? . . ცოტაც ვიცეკვოთ და დაგეპატრონები ვიდრე სუნს იკრავდეს სხვა ხვადი. ამ კაბას მეწამულს და ასე შრიალას - ნიავი მოირგებს ქილიკით: შეხედე: მთვარიდან იელმა იალა!.. წყარომდე მოკლდება ბილიკი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1067 / თარიღი: 2015-07-17 / 8:09 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა ... / lasha gakharia - vai, ra cudi kofila, qartveltan colze ciloba ...
ვაი, რა ცუდი ყოფილა, ქართველთან ცოლზე ცილობა... თავქვეშ ტყაპუჭი მიგდია, ცხენიანა მჭირს ჭრილობა! რა მწუხთში ამოწობილა უცხო მიწა-წყლის შვილობა. ყარყუმის ბეწვის მაგიერ - ჭინჭნარში წოლა ტიალად; უნდომლად ჩამორთმეული ალალ მოწვდილი ფიალა...
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1390 / თარიღი: 2015-07-17 / 8:05 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - მეც მყვარებია გოგო / lasha gakharia - mec mkvarebia gogo
მეც მყვარებია გოგო მაგრამ ეს იყო წინათ ეხლა ისე ვარ როგორც გადაღებული წვიმა
კომენტარები: 0 / ნანახია: 1205 / თარიღი: 2015-07-17 / 8:04 PM / პარასკევი
|