ლაშა გახარია - სამადლო თოვლი / lasha gakharia - samadlo tovli
არ შეგაგონო, გული ვით მიზამს: ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია; არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა! თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან. იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ, რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1356 / თარიღი: 2015-07-17 / 7:42 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - ჩემი ზოდიაქო / lasha gakharia - chemi zodiaqo
"სასწორი" ჩემი ზოდიაქოა, ზოდს ვეზიდები – ზევსის აწონილს; ზოგი დღე – ნემსი, ზოგი – მაქოა, ღამე – ქილა და დილა – მაწონი. ერთიღა მრჩება თავმოსაწონი: გადაუღვრელი წყალი – წაწლობის და სარეცელი – მაცდურ საცოლის – მუზის – თამუზის მკლავზე ნაწოლის.
კომენტარები: 0 / ნანახია: 1398 / თარიღი: 2015-07-17 / 7:41 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - სალაღობო / lasha gakharia - salaghobo
მთვარე აჩაღებს კელაპტარს – სიყვარულს უდგა მაზანდა; ჟინ მიტანს: მაგ შენ კენარტანს მოვერტყა უსურვაზადა! ყელამდე ამოგეხვიო, სული გიბერო – ნიავი; დაუხელაო ხეხილო, უბე გიმხილო რთვლიანი. თუნდა, ქვეყანამ მიშუროს, თუნდა, მომყეფდნენ მ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 999 / თარიღი: 2015-07-17 / 7:39 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - თოვლის ლიბრეტო (ოთარ ჭილაძეს) / lasha gakharia - tovlis libreto (otar chiladzes)
ზღვას ათოვდა და კაფეშიც თოვდა და ღვინოც თოვლი იყო – გემოთი და ხელი, თითქოს ხელთათმანს მთხოვდა – სველი, რომელსაც ასე ველოდი. მოშრიალებდა შოპენის თოვლიც – კლავიშებიდან – შორი ლირიკით... და როგორც ეჭვით დაღლილი ცოლი – აუზთან ქოლგით იდგა ტირიფი.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1237 / თარიღი: 2015-07-17 / 7:38 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - აბსურდის სურდო / lasha gakharia - absurdis surdo
ღვთის ცრემლები ჩამომწიფდნენ თუთებად, როს წვიმები გადაწყნარდნენ შხაპუნით; ყელს, საცაა, გული აებურთება – ბოლო აბზე ადრეგადაყლაპული. მალე სული ვნებას აავერტერებს, ანდა, სულაც გაფრინდება, გნოლივით; მაგნოლიებს შეშტერებულ ჰეტერებს პლაჟს გაუშლის პაჟი –
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 981 / თარიღი: 2015-07-17 / 7:37 PM / პარასკევი
ლაშა გახარია - ამორალური მორალი / lasha gakharia - amoraluri morali
მეგობარო "საგზურისთვის" გმადლობ განაჩენზეც მომესაწყლა ხელი; ვიცი, ნანობ, თუმცა, უკვე რა დროს... ჩამოცლილა მადლის საწნახელი. რა უჩუმრად გაიბზარა გობი, გაიპარა ჩანაწობი წლები... ქუდის ხურდად მაინც არ მეთმობი - უბნის ქურდად მონათლული ძმების.
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1100 / თარიღი: 2015-07-17 / 7:36 PM / პარასკევი
ნოე ჩხიკვაძე - გედის ყივილი / noe chkhikvadze - gedis kivili
მედგარ ყივილით შორს სივრცისკენ გადაფრენილი, გულ-დაკოდილი, უნუგეშო და მოწყენილი, აწ ვის ეძიებ, ვის მისტირი, საბრალო გედო, სად ჰპოვებ ადგილს განსასვენსა, შენ ჩემო ბედო? ჩვენ გარს გვარტყია ყრუ სიჩუმე, უდაბნო ვრცელი, არა გვაქვს ბინა, არც ს
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1259 / თარიღი: 2015-06-30 / 8:13 AM / სამშაბათი
ნოე ჩხიკვაძე - შრომის ფსალმუნი / noe chkhikvadze - shromis fsalmuni
მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული, ვით მწუხრი დედა პირმშო შვილზე ატირებული, სევდამ დაჩრდილა სიჭაბუკე გაბრწყინვებული, ჭმუნვამ დაკოდა აღმამფრენი სული შვებული და გრძნობის ჩანგზე კვნესს, ქვითინებს სიკვდილის წყლული. მოწყენილია შენი ბაღი, - ეს ჩემი გული! შენ იყ
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1277 / თარიღი: 2015-06-30 / 8:12 AM / სამშაბათი
მარიჯანი - საპასუხო (იოსებ გრიშაშვილს) / marijani - sapasukho (ioseb grishashvils)
მე ხომ გარყვნილი არ დავიბადე, მქონდა აზრები, გრძნობა უმანკო, მქონდა ფიქრები, გულს რომ ზედ ადევს, მქონდა ნამუსი - ქალწულს რომ ამკობს. როცა ბაზარზე ჩემი სხეული გამოვიტანე გროშების ფასად, როცა სახლიდან გამოქცეული
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1208 / თარიღი: 2015-06-30 / 8:05 AM / სამშაბათი
ეფრემ მცირე - იამბიკო / efrem mcire - iambiko
რომლისა კიდურწერილობა [არს]: ”ჵ ფრიადო მოძღურებისა უფსკრულთაგან სრულითა მით საზომითა სრულ ქმნილითა შემწე ჩემდა იქმენ დღესა განშჯისასა, რომლისათჳს გხადი უნდოდ მცირე ეფრემა”. I. ჵ ადამის ზესთ ქმნილო, დამცუელ ხატის, ფრთე ოქრო
...
კითხვის გაგრძელება »
კომენტარები: 0 / ნანახია: 1192 / თარიღი: 2015-06-30 / 8:03 AM / სამშაბათი
|