ლექსები - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-11-20, 10:18 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ზვიად რატიანი - ცხოვრება ქვებში / zviad ratiani - ckhovreba qvebshi


გასაგებია ყველაფერი.
მეც სწორედ მსგავსი სიბრძნეებით ვისულელებდი
ჩემს გულს, მაგრამ გაიწელა –

ეს ჟამი ქვების შეგროვების – სწორად ვამბობ? – ჰოდა ეს ჟამი
უსაშველოდ, სამარცხვინოდ გაიწელა:
შეგროვილია ყველა ლოდი და ყველა კენჭი,
უზარმაზარი გალავანი ამოშენდა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1536 / თარიღი: 2015-06-03 / 9:05 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ჩემი სიყვარული / zviad ratiani - chemi sikvaruli


ეს ძაღლი,
რაც თავი მახსოვს,
ყოვლღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენჯერ დაიკარგა – მაგრამ უშედეგოდ,
რამდენჯერ მოკვდა – ისევ უშედეგოდ,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

რამდენი სახლი მოვიცვალე,
ყოველღამე ყეფდა ჩემს სახლთან.

ერთხელაც იყო ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1227 / თარიღი: 2015-06-03 / 9:04 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - უკანასკნელი ლექსი შენზე / zviad ratiani - ukanaskneli leqsi shenze


მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა!
მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს!
მე ახლა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1871 / თარიღი: 2015-06-03 / 9:03 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - სხვა ნაპირი. ფრაგმენტი / zviad ratiani - skhva napiri. fragmenti


მზე ჩადიოდა სადღაც განზე, ზღვაში არა,
და ზღვაც იყო სხვანაირი, ჩრდილოური,
ზედაპირის უჩვეულოდ გლუვი ქსოვილით
და თითქმის მოუხელთებელი, სიფრიფანა ჰორიზონტით,
რომლის ზოლი გაცილებით ახლოს ჩანდა,
ვიდრე იმ მეორე, ერთადერთ ზღვაში,
რომელიც მენახა. და მე, ცხრამეტი წლის ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1104 / თარიღი: 2015-06-03 / 9:02 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - რექვიემი ცოცხლებისათვის / zviad ratiani - reqviemi cockhaltatvis


პოეზია › პოეტები › ზვიად რატიანი › ლექსები ›

რეგისტრაცია › ავტორიზაცია

რექვიემი ცოცხლებისათვის
ავტორი: ზვიად რატიანი

რა დავაშავეთ ჩვენ,
როცა გზას ვუკვალავდით მზეს ცივი სახლისკენ?
ჩვენი სიმართლე შეირყა.
ჩვენმა შეყვარებულებმა შხამისფრა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1330 / თარიღი: 2015-06-03 / 9:01 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - პარსვა / zviad ratiani - parsva


საკუთარ სახეს სარკეში
ნუ გეშინია:
მე ვერასდროს ამოვიცნობ
ჩემს სახეს შენში.

სისხლის წვეთი,
საპნის ქაფზე რომ მსხვილდება თანდათანობით,
ჩვენ ვერასდროს შეგვაერთებს,
ნუ გეშინია.

ნუ გეშინია:
მე ვერასდროს გადმოვლახავ შენს გლუვ
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1168 / თარიღი: 2015-06-03 / 8:56 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ოთახის ფიქრი / zviad ratiani - otakhis fiqri


1.
არ გიფიქრია, როგორ ისწავლეს
უტყვმა კედლებმა შენზე ტირილი.
არ გიფიქრია, როგორ დატოვეს
ძველი სიზმრები ჩემმა თვალებმა
და როგორ შევრჩი მე უშენობას,
როგორც დეკემბერს ხმელი ფოთოლი.

არ გიფიქრია, ღამის ოცნებამ
როგორ დახატა ჩემი ნიღაბი
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1188 / თარიღი: 2015-06-03 / 8:55 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ნეგატივი. 20 წლის შემდეგ / zviad ratiani - negativi. 20 tslis shemdeg


ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ
და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს,
არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს
და სხვებსაც, თუკი დაგვიჯერეს, გამოვარიდებთ
ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს. საკუთარ წვენში
ვინც ვიხარშებით, და ხანდახან თუკი ხმამაღლა
რამე და ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1532 / თარიღი: 2015-06-03 / 8:54 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ნარჩენები / zviad ratiani - narchenebi


ვათავისუფლებ საკუთარ თავს სახელებისგან,
ვათავისუფლებ ჩემს ჯიბეებს,
ვათავისუფლებ ფეხსაცმელებს და ვტოვებ გზაზე.
ღამით უკან ვაბრუნებ საათს.
საოჯახო ალბომს ვფურცლავ და ვუყურებ პატარა ჩემთავს.

კარგს რას მომიტანს? საათებმა გააკეთეს თავისი საქმე.
ვამბობ ჩემს ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1108 / თარიღი: 2015-06-03 / 8:53 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - მცირე ელეგია მამისათვის / zviad ratiani - mcire elegia mamisatvis


აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1295 / თარიღი: 2015-06-03 / 8:50 AM / ოთხშაბათი

« 1 2 ... 123 124 125 126 127 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0