ლექსები - პოეზიის სამყარო
ოთხშაბათი, 2024-11-20, 12:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » ლექსები



ზვიად რატიანი - მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა/ zviad ratiani - mimghere shen ukughmarti iavnana


მიმღერე შენი უკუღმართი იავნანა, შვების სიმღერა
მათთვის, ვინც მხოლოდ დილისპირზე ბრუნდება სახლში
და ვიდრე ღამე მზის სხივებით არ აიმღვრევა -
ვერ შელევია მის წმინდა და სევდიან ნახშირს.
ვინც უკეთესი ვერაფერი ვერ შეძლო, ვიდრე
ღამის ხიდიდან ჯოჯოხეთში ვარდნაა; და ვინც
... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1594 / თარიღი: 2015-06-03 / 8:47 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - თოვლი, თოვლი. ცხოვრება მშვენიერია / zviad ratiani - tovli, tovli. ckhovreba mshvenieria


ცხოვრება მშვენიერია. გამეღვიძა შვიდის წუთებზე
და გავანათე ნაძვისხე, კარგია
მისი ფერადი ნათურების ციმციმი. ცხოვრება
მშვენიერია. ბავშვებს ძინავთ. დიდებსაც. თოვლი,
ამ სეზონზე, როგორც მახსოვს, პირველი, მოდის.
მოდის თოვლი და თენდება. ოცდათოთხმეტი -
ვამბობ ჯერ გულ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1248 / თარიღი: 2015-06-03 / 8:46 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ზამთრის სიმღერა / zviad ratiani - zamtris simghera


როდესაც მცივა, მე ვიზრდები, ვხდები უსასრულო
და თვლა აღარა აქვს ჩემს ხელებს, ჩემს მუხლებს, ჩემს თვალებს
და ვასრულებ მოძრაობებს, რომლებიც არც კი დასიზმრებია სხეულს.
როდესაც მცვია, ბრმავდება სამყარო
და შემიძლია უტიფრად მივაჩერდე დავსებულ თვალებში,
ჩემი ხელები კი იზრდე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1147 / თარიღი: 2015-06-03 / 8:45 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - დაორთქლილი მინების ღამე / zviad ratiani - daortqlili minebis ghame


მე დავთმობ ამ ქალაქს
ამ ქუჩებს
ამ ტოტებს
და შენთან მოვიტან
ფეხებთან დაგიყრი
შენს მზერას -
შეშლილი სურვილის გადმომდებს
ელვარე ხმალივით
სხეულში გავიყრი
და შენ დამინახავ მე
ჩემო ძვირფასო
შენს მუხლებს დაღლილი ხელებით შევწვდები ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1384 / თარიღი: 2015-06-03 / 8:44 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - დაგვიანებული პასუხი მეგობარს / zviad ratiani - dagvianebuli pasukhi megobars


შოთა იათაშვილს

I

რა გიპასუხო? განა ღმერთი ასეთებს გვხედავს.
განა ის ხედავს ჩვენს ქმნილებებს, სიმწრით ნაკეთებს.
ამ ნაგებობებს, ამ მანქანებს, რომლებშიც ვსხედვართ.
ამ თვითმფრინავებს, მატარებლებს, გემებს, რაკეტებს.
განა ის ხედავს ჩვენს სავარძლებს, ტე ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1181 / თარიღი: 2015-06-03 / 8:42 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - გრძელი სევდიანი ვახშამი / zviad ratiani - grdzeli sevdiani vakhshami


ერთი ამბობდა
თუ როგორ ფარავენ ჩრდილები მინდორს,
თუ როგორი წარმავალია ყველაფერი,
თუ როგორ სძინავს გამთენიისას
ვიღაცას, დილა კი მოდის.

ერთი ამბობდა
თუ როგორ ყუჩდება ქარი,
და როგორ ჩნდება ისევ,
თუ როგორ არიან ხეების ქერქები ქარის კუბოები, ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1160 / თარიღი: 2015-06-03 / 8:41 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - გზები და დღეები / zviad ratiani - gzebi da dgheebi


მრავალნაირი ფიქრები ერთად, რეულად, გონების თვალწინ", ილია ჭავჭავაძე, "მგზავრის წერილები", 1861.

I
(მარტი, 2003)

თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგან. და ეს რაღაცით
კიდეც მოგწონდა. გათოშილი, ზოგჯერ მშიერიც,
ფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი თუნდაც ქაღალდზე
კვა ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1498 / თარიღი: 2015-06-03 / 8:40 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ბოლო სიყვარული – ქალაქი ზღვით / zviad ratiani - bolo sikvaruli - qalaqi zghvit


სინამდვილეში არც ისეთი პატარაა,
მაგრამ განსაზღვრება ”პატარა ქალაქი”
ჯერ ხომ ისედაც გაცილებით ტევადია
და ორჯერ უფრო – თუ ვგულისხმობთ ზღვისპირა ქალაქს.

*
მე ერთხელ ვთქვი და მომეწონა,
და იმ დღიდან გამუდმებით ვიმეორებ,
რომ ეს ქალაქი ჩემი ბოლო სიყვარ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1319 / თარიღი: 2015-06-03 / 8:39 AM / ოთხშაბათი

ზვიად რატიანი - ადამიანი ფანჯარასთან, გარეთ შემოდგომა / zviad ratiani - adamiani fanjarastan, garet shemodgoma


1
ათიოდ თაობა ჩემი წინაპრების
და ცოტა ნაკლები - შთამომავლების
იგულისხმება ალბათ სისხლში,

მე კი არ ვიცი, როგორ ვიცხოვრო,
როგორ ვწერო და როგორ განვიცადო
ეს ამსიყვითლე შემოდგომა,

რომელმაც შეაგროვა ნაწილ-ნაწილ გაბნეული ყოველი ეჭვი
და თქ ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1210 / თარიღი: 2015-06-03 / 8:37 AM / ოთხშაბათი

ერეკლე ცოცანაძე – რუსკას / erekle tsotsanidze - ruskas


შენ, მთვარის შუქზე, ღვთისმშობელის იერი გქონდა,
და მე მალულად, როგორც ქურდმა შეგავლე თვალი,
წმინდა ტაძარი ჩვენი ტრფობის სიწრფელეს გრძნობდა,
და "სიყვარულის ისტორია"-ს მღეროდა ქარი.

შენ დაჩოქილი, ლოცულობდი ვერ გრძნობდი მზერას,
მე კი ვფიქრობდი გამოექცა ვაჟას შვლი ... კითხვის გაგრძელება »

კომენტარები: 0 / ნანახია: 1077 / თარიღი: 2015-06-02 / 8:09 PM / სამშაბათი

« 1 2 ... 124 125 126 127 128 ... 415 416 »


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ნოემბერი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0