იქით წავიდნენო ადამიანები - მანიშნა კაცმა და ხელის გაშვერა იგულისხმა, რადგან უბედურს არ ჰქონდა მკლავი. მე უნაკვთებოდ გავიღიმე. გამოვეყავი საკუთარ სხეულს. ჩემი თავისგან იმის იმედით დავწინაურდი - კაცთაგან ვინმე ჩამორჩენილს დავეწეოდი...
არ ვიცი.... თქმითაც, სამწუხაროდ, თავიდან მიწევს, გაგიმეორო, გაგაგონო, გითხრა იგივე, რომ ბოლო წლები ვეღარაფრით ვეჩვევი მიწას, და ვიცელები წინა ხაზზე მდგარი რიგივით. თუ გაიხსენებ, გაჭირვებით გამოვლილ დროთა მონაკვეთებში არაერთი თავი
... კითხვის გაგრძელება »
ეს ქვის სახლია, სახლი ბექობის, ჩვენ კი უცვლელი სახლის წევრები, ერთი მარტივი თვალის შევლებით, სიტყვით, სიჩუმით, ფიქრით, ექოთი, ვგავართ ერთმანეთს და ჩვენს შინაგან, ღრმა შეძახილზე უფრო ხშირადაც, მკაცრი დუმილის მიღმა ვერთობით, ვერთობით ღმერთით და უღმერთობ
... კითხვის გაგრძელება »
ზუსტად არ ვიცი, მგონი სახლში ვარ, თითქოს მეცნობა კედლის ფრაგმენტი, მზე - დახატული ცარცით, ნახშირით და ცოტა მარცხნივ, ჭერთან, აგრეთვე, მთვარე და ჩემთვის უცნობი კაცის, გაკვრით გასმული ნაცნობი სახე…
კივილი, კვამლი, ხალხი, ვაგზალი, მატარებელი, ცრემლები, ჩანთა, ყველა რაღაცას სადღაც აგზავნის, შვილებთან , ცოლთან, დედებთან, ჯართან. ჩემი ვაგონი არსად არ მიდის უბრალოდ, დგას და ... კითხვის გაგრძელება »
მგონი დაზამთრდა... თოვაა, თოვა, თეთრი დასტური ცივი ამინდის, ფიფქის წახნაგის და ფიფქის ოვალს შორის, გამჭოლი, თეთრი გზა მიდის, სადღაც უძღვება თოვლის ფიტულებს, მე კი თვალებით, გეძებ მეგობარს, ამხელა თოვლში, პოვნას მირთულებს ნაფეხურებ
... კითხვის გაგრძელება »
დილა მშვიდობის, სავარძელო, ლოგინო, სკამო, კედლებო, ფარდავ, იატაკო, ჭაღო, მაგიდავ, ეს ის დილაა დაგროვილი ტკივილის გამო, რომ არაფერზე, არაფერზე წერა არ გინდა. რისი თვალები, რა კვირტები, რომელი მკერდი.. ან რამე უფრო ახლ
... კითხვის გაგრძელება »
ხილული წრეა… მზე ბეთლემს ანთებს, მზე ფოთლებს უთვლის თოვლისფერ ხეებს ცივი სხივებით და ღამენათევ თვალებში მალავს საუკუნეებს. ხილული წრეა… მზე ბეთლემს ათბობს, უძილოები თვლემენ რტოები, არავის უნდა სიფხიზლე დათმოს და თუთიანი ქუთუთოებით
... კითხვის გაგრძელება »
ისტორიაა... მდინარეში როცა სილათა, ანკარა მარცვლებს ნაკადებით ტალახი ერთვის, როცა პოეტის მოსაძებნი ხდება სიმართლე, თუ კი საერთოდ მოსაძებნი არ გახდა ღმერთი.
სმენადახშული ვაკვირდებით გადაბრუნებულ, ბილიკებიდან გადაცვენილ ურმების ჭრიალს, რაღა დროს გზების დ
... კითხვის გაგრძელება »
მიუხედავად ასაკისა, დიდმა მუხებმა, საბედისწეროდ გამწვავებულ შემოდგომაში, ფესვისწვერებით აიარეს აღმართი ტყისკენ შეუჩერებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩიტებიანად, რამაც დამწვარი ბალახების და ტყის პირების გულებში, რწმენის ალბათობა განაპირობა..