Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - ნაქსოვი კაშნი / qeti sikharulidze - naqsovi kashni - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:56 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - ნაქსოვი კაშნი / qeti sikharulidze - naqsovi kashni


11:25 AM
ქეთი სიხარულიძე - ნაქსოვი კაშნი / qeti sikharulidze - naqsovi kashni


ტრაფარეტული ბილბორდები სუნთქავენ მძიმედ,
შენი ნაქსოვი მიკეთია კაშნე და ვფიქრობ,
რომ აღარსადროს შემცივდება მინუს გრადუსშიც,
როგორღაც მე და შენი შალი ერთმანეთს ვიჩვევთ.
ქუჩაში ვიღაც ექაჩება მკლავებზე იმ ბავშვს,
თმით თუ თვალებით რომ მაგონებს საკუთარ სახეს,
და მახსენდება სილიანი ჩემი თითები
და ზურგიანი სულ პატარა ყვითელი სკამი.
ჩანაწერებით ავსებული რვეულის ყდაზე
ჩემი თმებისფერ წიწილასთან პარალელს ვავლებ,
იქნებ, წვიმაში აბუზული რაღაცით ვგავდი...
ცივა და ცხვირზე მიკეთია ნაქსოვი კაშნე.
ბევრს ვფიქრობ გზაში შენს თითებზე და შენს კოფთაზე
მეოცე წელი რომ დავსდევ და შენს სურნელს ვპარავ,
ვიცი, ვიქნები წლების შემდეგ ისევ ასეთი,
თვალდახუჭული წარმოგიდგენ საბავშვო ბაღთან.
ჩამაცვამ კურთუკს, შემოდგომა იქნება მაშინ,
სახლში მისვლამდე ცხვირის წვერზე მაკოცებ ალბათ,
და იმ ბავშვივით დაგეწევი სამი ნაბიჯით
და მოგიყვები, როგორ არ ვჭამ წვნიანს და კარაქს.
შენ კი სასწრაფოდ ამიდუღებ ლიმნიან ჩაის,
ისევე, როგორც მივუსწარი ყვითელზე მწვანეს,
ამიგუნდავებ შენი ხელით მჭადებს, ყველიანს...
ვფიქრობ და უკვე თავჩარგული ვისველებ თვალებს...
და არ წვიმს ახლა, სიცივეა და ცოტა ყინავს,
დედები შვილებს აკითხავენ ჯიპით, ქუსლებით,
ყინვის კვალდაკვალ ეტმასნება ჟანგბადს CHANEL-ი,
მე კი ვიხსენებ, რა უბრალო იყავი მაშინ...
პათეტიკურად ვხატავ პორტრეტს შენი შტრიხებით,
შუქნიშანზე კი ელოდება კვლავ ყვითელს მწვანე,
მე თავჩარგული გადავდივარ პარალელურად
და რომ იცოდე, როგორ მათბობს, დე, შენი კაშნე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1431 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0