Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - გავიქცეთ, ფორესტ! (სირბილს მიზეზი არ ჭირდება) / qeti sikharulidze - gaviqcet forest! (sirbils mizezi ar schirdeba) - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:12 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - გავიქცეთ, ფორესტ! (სირბილს მიზეზი არ ჭირდება) / qeti sikharulidze - gaviqcet forest! (sirbils mizezi ar schirdeba)


11:27 AM
ქეთი სიხარულიძე - გავიქცეთ, ფორესტ! (სირბილს მიზეზი არ ჭირდება) / qeti sikharulidze - gaviqcet forest! (sirbils mizezi ar schirdeba)


\"- შენ უკვე იპოვე ღმერთი, გამპ?
- არ ვიცოდი, თუ უნდა მომეძებნდა, სერ! \"
ფორესტ გამპი.

გავიქცეთ, ფორესტ!
გათენება დაგლიჯა მწუხრმა
ძაღლის ყბებიდან. იმტვრევიან ლანდები წელში,
ვიდრე მამალი გაღვიძებას მოასწრებს ფანჯრებს
და ჩამეფშვნება ივლისის მზე ნასესხებ ნეკნში.
წავიდეთ ღმერთთან...
მე ზურგს ვაქცევ სამყაროს ირიბს.
შენ კი მისტირი გულუბრყვილოდ დაკარგულ ჯენის
და საერთოდაც (ღმერთზე მეტად) შენ მისი გჯერა,
ჯენის გამჭვირვალ შუბლის ძარღვთან გამწყდარი ნერვის.
შენ აღარ გახსოვს ჩვენს სოფელში ჩალების სუნი
როგორ დიოდათ თავშალწაკრულ დედაბრებს ხელზე
და რძის ოხშივარს ხბო თვალებით როგორ ყლაპავდა
და სიკვდილის წინ აიტკივა მეცხვარემ მენჯი...
ჯენი კი... -ფორესტ, პურის თავთავს ლეწდა და ლეწდა
და დიონისეს პირდებოდა ცოლობას მერე;
ამ დროს კი შენს მხრებს ჩვენი ყანის ლაბადა ეცვა
და მზე სისხლს ღვრიდა მაჯებიდან დახვატულ გზებზე...
ცა ვარსკვლავებად გადაიქცა ამ ღამეს, ფორესტ;
თითქოს მოსეა
(ებრაელთა ფარების მწყემსი).
წამო, გავიქცეთ! სიგიჟეა დარჩენა უკვე!
მოვასწროთ, ვიდრე იმტვრევიან ლანდები წელში...
ქარია ისევ. (მიმართული დღეების გასწვრივ).
ფერხულს უვლიან ეშმაკები შენს მარცხნივ როკვით,
გწამდეს- დარჩენა უღმერთობას გიქადის ახლა,
გარეშეობას... (ხვალინდელზე ვიწრო და შორი ).
...
ღამეა, ფორესტ.
დედამიწა.
(ჯორდანო ბრუნო).
გამოეზარდა ხერხემალზე განედებს გრძედი.
ვხედავდი: ჯენი შენი სახლის სარკმელებს წმენდდა,
მე კი მიცდიდა შორიახლოს დაღლილი ღმერთი...

წავედი, ფორესტ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1198 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0