Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - ჩემი და ბულგაკოვის დისონანსი / qeti sikharulidze - chemi da bulgakovis disonansi - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:15 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - ჩემი და ბულგაკოვის დისონანსი / qeti sikharulidze - chemi da bulgakovis disonansi


11:29 AM
ქეთი სიხარულიძე - ჩემი და ბულგაკოვის დისონანსი / qeti sikharulidze - chemi da bulgakovis disonansi


ჩემი და ბულგაკოვის დისონანსი

„-თქვენ რატომ არ მიგყავთ ნათელში?
-მას ჯერ ნათელი არ დაუმსახურებია, მან მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვა“
მ.ბულგაკოვი

„რად ეღირება ეგ შენი სიკეთე, ბოროტება რომ არ არსებობდეს?!“
მ.ბულგაკოვი

„საკუთარ თავს კი ზურგზე ვიკიდებ
და ჩემი ფეხით მიმაქვს უფალთან.“
რ.აბუსელიძე

ვხედავ, დღითიდღე ულურჯდება მაჯებს ვენები
და უფრო მეტად ვემსგავსები მტევნით დედაჩემს,
მერე YANN-ის მინორებში თავით ვეშვები
და ვიოლინოს ბანისაგან თითქმის ვერ ვარჩევ.
ახლაც ასეა.
წყალში დამხრჩვალ ქუჩებს უმიზნოდ
თვალთან ვაჩერებ, არაფერი მახსოვს სრულიად,
ღამე კი (სვავი- გაშმაგებით გახრწნილ ლეშებზე)
კოჭებს აძიძგნის დაობებულ სახლის ჩუქურთმებს.
მერე ვფიქრობ, რომ მარგარიტამ სული მიყიდა
ეშმაკს და მხრებზე წამოისხა ცოდვა ოსტატმაც,
ალბათ, ეგონა, რომ შორს იყო ჯერაც ნათელი
და ფეტვებივით სიმშვიდეებს ცეცხლთან ბოჭავდა;
როგორც ჯეროდა აინშტაინს, ბოროტებაა
არა წყვდიადი, ნაკლებობა მხოლოდ სიკეთის;
(ზნედაცემულებს ეგუები ანუ მარტივად
და აღარ დასდევ დაგეშილი კუდში მიზეზებს).
დედამიწა კი ორ ნახევარსფეროდ იყოფა;
ერთში მცხოვრებნი მეორისკენ ვილტვით ყოველთვის,
რაც იმას ნიშნავს, ფიზიკოსი მწარედ ცდებოდა
და ბულგაკოვიც გამართლებას ფუჭად მოელის,
როცა ქრისტეა
(ხელისგულზე უდევს სამყარო)
და მეციხოვნე კარიბჭეებს უმტვრევს საზვერეს,
მე, როინივით, ჩემი თავი მიმაქვს უფალთან
და დედაჩემიც დაწოლის წინ მასვე მავედრებს...
როცა სეფისკვერს საკენკივით ფჩხვნიან ბარძიმში,
ვგრძნობ, ღმერთი კი არ გადავყლაპე, მგონი პირიქით
და მარცხენა ბეჭს ვუთანაბრებ უკვე მარჯვენას
(მხრები ემტვრევა შემცივნებულ, მობრძავ ეშმაკებს).
... ახლაც YANN-ის მინორებში თავით ვეშვები
და ვიოლინოს ბანისაგან თითქმის ვერ ვარჩევ,
როცა დღითიდღე ულურჯდება მაჯებს ვენები
და უფრო მეტად ვემსგავსები მტევნით დედაჩემს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1121 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0