Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - აგვისტო მაშინ... / qeti sikharulidze - agvisto mashin... - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:26 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - აგვისტო მაშინ... / qeti sikharulidze - agvisto mashin...


11:54 AM
ქეთი სიხარულიძე - აგვისტო მაშინ... / qeti sikharulidze - agvisto mashin...


„ლამაზ-ქალაქელები ღარიბად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ სად არ ავადმყოფობდნენ და ხანდახან, რომელიმე აივნიდან მძიმე, სამგლოვიარო ფარდას რომ გადმოჰფენდნენ, სირცხვილისაგან აწითლებული, მობუზული ლეპოლდინო მორიდებულად შესძახებდა: „ღა-ამის პირველი საათია და ყველაფერი რიგზეა-ა...“

გ.დოჩანაშვილი ( „სამოსელი პირველი“ )

(ალბათ, დრაჰკანზე მეტად ფასობს ხმა, ლეპოლდინო,
წესით, ულვაშიც (მით უმეტეს, ქუდიც გახურავს-
არა VERSACE, DIESEL-ი H&M-ი,-
„ნამუსი“ რომ აქვს მიწერილი წვრილად კეფასთან))

მაშინ აგვისტო ირეცხავდა სისხლებს ტერფიდან,
შემოდიოდა ტანკებივით მძიმედ მერვე დღე,
ცაზე ,მზის ნაცვლად , მხართეძოზე თალხი წვებოდა
და არ გამტყდარა, ჩემი აზრით, ციხე შიგნიდან.

იდგნენ ტაძრები, მლოცველებით სულშეხუთულნი
და ჯვრისამარა დარჩენილი დეკანოზები,
როგორც ხეები ნოემბერში ზეცის წინაშე
ტოტებგაჩრილი ვედრებებით, ანაფორებში.

იყო ქალაქი უდროშებოდ... ( „დროშები, ჩქარა! „)
და კანტი-კუნტად გლეხკაცები სოფლის ბოლოში
ლაპარაკობდნენ ლაგერებზე, შიმშილზე, ომზე,
შიშზე, ჰიტლერზეც... ბინდისპირს კი შუქებს აქრობდნენ.

ახალ-ცოლები მუჭისხელა ბურთებს ყლაპავდნენ,
მჭადის ფქვილივით ცრემლში ზელდნენ ფიქრებს იღბალზე
და ოკრო-ბოკრო შარაგზებზე თვალი ეკიდათ
დედებს, წვიმაში დანესტილი ბილბორდებივით.

თავშალწაკრული დედაბრები კაბებს არღვევდნენ
და წინხედისთვის ამზადებდნენ სქელ, შავ კვადრატებს...
და აღარავის არ ეცალა პანაშვიდისთვის
(სასაფლაოზე ყოველ კვირას შვილებს მარხავდნენ...).

კაცმა რომ გკითხოს, ლეპოლდინო, პირველია და
სულ ყველაფერი რიგზე არის, უფრო მეტადაც-
საუკეთესოდ... და სამრეკლო თავზე გემხობა...
ჭირს წაუღია ეშმაკივით შენი დრაჰკანიც,

როცა ღვთისმშობელს ქრისტესავით ჯვარზე აკრავენ
(სხვა რაღა არის ივერია- მისი წილხვედრი)
და დაგეშილი ნადირივით ვენახს კაფავენ
შაჰ-აბასები, მურვანები, თემურ-ლენგები...

„არა სიცოცხლე... არც სიკვდილი...“ თუმცა რაღა სხვა?!
ხახადამწვარმა მიწამ ყლაპა თოლხო კვერცხივით
ყველა ლეგენდა... მეწამულად იქცა შავი ზღვა
და დანახშირდნენ კერიებში ობლის კვერები...

უჯავრდებოდა სოსოია თავის ჯარისკაცს...
იდგა აგვისტო; დატბორილი ქუჩა სისხლებით,
ცა კალთებიდან აფერთხავდა ტყვიებს დაჭრილებს
და ცხედრებივით მრავლდებოდნენ პარაკლისები...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0