Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - მამები / qeti sikharulidze - mamebi - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:37 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - მამები / qeti sikharulidze - mamebi


11:55 AM
ქეთი სიხარულიძე - მამები / qeti sikharulidze - mamebi


მამები
მამ, დღეს ბაბუა დაიბადა...
ძნელია ვიცი,
ძალიან ძნელი, შეურიგდეს კაცი განაჩენს;
ტუჩის მოკვნეტაც სულერთდება და გვიანდება,-
დროა დგებოდე, თოვლს კვალავდე, თხრიდე საფლავებს...
და ყოველ ღამე, როცა ყველა მიდის ჩვენიდან,
ცხვირწინ კეტავენ საკუთარ თავს სველი ფანჯრები,-
დგახარ კუბოსთან და სიცოცხლე გეცოტავება,
მით უფრო, როცა სიკვდილია ნაუცბათევი
კარში შემთხვევით მოყოლილი თითებივით და
გიჭირს, გაიგო ბედი კეტავს გზას თუ ქარბუქი...
მხრები ისედაც დამძიმებულს უფრო გეტყობა,
როცა დადგები შორიახლოს ან გვერდს ჩაუვლი
ბაბუას- თეთრი ზეწრებით და უჰაერობით
სულშეხუთულს და ვხვდები,გული ხელით გიჭირავს,
ძალაგამოცლილ მუჭში მალავ და სუნთქვას იღებ,
რომ არ დაგახრჩოს გალეწილმა დარდმა შიგნიდან...
გარეთ სუსხია; იანვარი გასცდა ჰორიზონტს,
ჩვენს უსინათლო ფანჯრებს უმზერს ღრენით,ძალუმად,
სახურავიდან (პოეტივით) თოვლი ეშვება
და ლუკმასავით წაგვართმევენ ვიცი ბაბუას
ნათესავები,
მეზობლები,
გზები,
მიწები
და თვითონ ღმერთიც...
გაიყოფენ, ალბათ, როგორღაც,
ჩვენ კი დავრჩებით დამშეული ძაღლებივით და
ბინძურ თოვლიდან იმ წაქცეულ სკამებს მოვბოჭავთ,
რომლებსაც გულზე დიდჯვრიანი კუბო ესვენათ...
და პროცესია ნადირივით საზღვრებს გაარღვევს
დიდი ნაბიჯით... დაგვტოვებს და დაიკარგება
და საკმაზივით დავუმატებთ მიწას საფლავებს...
ჯერ კი ხეები ჭირისუფლებს თავებს გვიხრიან
და შენ უბეში გველებივით დარდი გეზრდება...
ცაა სუყველგან, წუხელ ისე მაგრად მოთოვა
და დასასრულის აღარ უჩანს პირი თენებას...
მოდიან მღვდლები და სქელყდიანს ხსნიან ფსალმუნებს,
უცნობები კი ასკილივით თავებს აქნევენ,
ჩვენთან მოდიან ის ქალებიც ეკლესიიდან
და მოჭირხლული სახეებით ღამეს ათევენ.
შენ კი აგდიხარ წასაღები ტვირთივით, სადღაც,
სადღაც კუთხეში... სასწაული ხდება ტეხილი,
ისეთი მრუდი, გაწყვეტილი, უთავბოლო და
ხის ტოტებივით ერთმანეთში გადაგრეხილი,
საზღვრების მიღმა... ეგუები თითქოს განაჩენს
და შეშუპებულ სარქველებში სისხლი დედდება
ერთი შეხედვით, ნაფაზებით... და რა იციან
გადაყლაპული ცრემლის ფასი ხშირად დედებმა...
წუხელ ციოდა. დილით ღმერთი თოვლად მოვიდა
და სიმინდივით მუჭა-მუჭა ფშვნიდა სიბნელეს;
დგახარ ფანჯრებთან და ზეცამდე ზომავ ჰორიზონტს
წლებია, მამ, შენ მამა ხარ და მამას იხსენებ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0