Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - ყინავს ... / qeti sikharulidze - kinavs ... - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - ყინავს ... / qeti sikharulidze - kinavs ...


11:56 AM
ქეთი სიხარულიძე - ყინავს ... / qeti sikharulidze - kinavs ...


ყინავს.
ქუჩაში ცახცახებენ ნედლი ფოთლები
შენი დაღლილი მუხლებივით...
ძილს ვუფრთხობ წკვარამს;
ვუკეთებ ფიჩხებს აორთქლებულ, მინავლულ ბუხარს
და უშენობა პეშვით მაყრის თვალებში ნაცარს...
კუთხეში ტაბლას
(ხელუხლებელ ქალივით, ფართე
წაგრძელებული თეძოებით)
წინკართან-ლამფებს,-
გიტოვებ...
ვწვები და სქელ წყვდიადს ვიხურავ მხრებზე,
რომ მძევალივით გამოვტაცო სიბნელე ღამეს
ამაღამ...
ცეცხლთან ცახცახებენ შენი მუხლები
და ხერხემალზე ქლამინდივით ეშვება შალი,
გარეთ- წკავწკავებს გაგდებული ლეკვივით ყინვა,
შინ- გაოფლილი ბუხრის სუნთქვა ფანჯრებზე ბარდნის.
ღამე გრძელდება საათობით,
თვეობით (ზოგჯერ)
და ზამთრისპირი ხალებივით კისერზე მაზის
(შენ გამო...
შენთვის...).


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1212 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0