Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - სოფელი / qeti sikharulidze - sofeli - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:28 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - სოფელი / qeti sikharulidze - sofeli


11:57 AM
ქეთი სიხარულიძე - სოფელი / qeti sikharulidze - sofeli


ღამეა, როგორც უკვე ყოველთვის,
როცა შენზე ვწერ, ღმერთზე, წვიმებზე.
როცა სოფელში ცხოვრობს სოფელი:
ბებოს მოტანას უადვილებენ,
სახლში, ჩაჭრილი, ნედლი ჩალების.
მწერს მეგობარი წერილს სოფლიდან,-
როგორც ჩავარდა წყალში ყინული
ფერისცვალებას; შემოდგომიდან
დაზამთრებამდე ბებოს გონია,
უფრო მეტია, ვიდრე - სამი თვე.
სულაც არაა ყოფნა იოლი,
ყოველ ძილის წინ თვალებს იხსნიდე
თავშალივით და გზებზე კიდებდე,
თებერვალია. თოვლი. ყანები
პირდაფჩენილი ნაფეხურებით
სხედან და მიწას ცივ წყალს ასმევენ.
მერე უბრალოდ, ისე მარტივად.
ღამე გადაღლილ ღმერთში ეშვება.
მინდა, წავიდეთ ორნი სოფელში
და გაზაფხულზე სახნისს შევებათ.
ბებო კი იჯდეს ცეცხლთან დილამდე,
ცეცხლს მიუშვიროს მუხლისთავები
და მერე დილას ასე ერთბაშად
ცამ ჩამოუშვას წვიმის სარეცხი.
ჩვენ შევეშვებით საქმეს, ერთმანეთს,
და მობოჭილი წვიმით დავიბანთ,
მერე გავხედავთ მწყემსებს რიონზე
და თვლას დავიწყებთ უკან- სამიდან
ერთამდე ... ახლა ისე ვივსები,
წავალ , პეშვებით წყალსაც მოგიტან,’
რომ წყლის წვეთების თვლა დაიწყო და
ბებოს კალთებმა გვლოცოს შორიდან...
ვზელდე , გიცხობდე მჭადებს კეცებზე,
და შენ ნერწყვივით თვალით ყლაპავდე
ჩემს შებრუნებას მობრუნებამდე
და ქერქს აცლიდე სხეულს მანამდე...
იცი, უბრალოდ ცხოვრობს სოფელი,
ხალხი ქალაქში დადის ხალვათად,
ღამეა, როგორც უკვე ყოველთვის,
როცა შენ გიწერ წერილს ამდაგვარს.
ბებო ხახვივით აფცქვნის კალენდარს
დღეებს. ივსება ნისლით ჰაერი.
მე წამოვედი შენთან , გზაში კი
სოფლად მიმავალ ქრისტეს ჩავები ...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1109 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0