Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - მზის ბნელი მხარე / qeti sikharulidze - mzis bneli mkhare - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:18 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - მზის ბნელი მხარე / qeti sikharulidze - mzis bneli mkhare


11:58 AM
ქეთი სიხარულიძე - მზის ბნელი მხარე / qeti sikharulidze - mzis bneli mkhare


მზის ბნელი მხარე
/ არ არსებობს სიბნელე. ის მხოლოდ სინათლის ნაკლებობაა ქვეყანაზე /
აინშტაინი

დაღამებულია მზე,
რომელიც არასდროს მოდგომია შენს ფანჯარას,
თუნდაც, მეზობლის მორიდებული ბავშვივით,
რომელიც ფქვილშიხელგასვრილმა დედამ ზეთისთვის გამოუშვა შენთან.

მე გეუბნები: არ არსებობენ ღამეები და სიბნელეები.
არსებობს მკვლელობა, პარვა, მრუშობა.
მხოლოდ მაშინ ბნელა.
იმიტომ რომ თვალებზე ხელებს გაფარებ მე.
ნირწამხდარია მზე,
რომელიც ხრწნაშეპარული გვამივით ტივტივებს მყრალ წყალში.

ჩვენ ყველას ჩვენი წილი ლურსმანი გვაქვს ხელისგულში.
არ დაიჯერო, მსუბუქია ვინმეს სხეული.
ჩვენ კბილებით ვღეჭავთ ფანჯრის რაფებზე მიმხმარ,
სათითაოდ აბოჭილ მზის მოლეკულებს.
არც ჰაერია მსუბუქი.
საერთოდ მსუბუქი ის არაა, რასაც ვერ ვიჭერთ,
ვერ ვეხებით,
ვერ ვხედავთ.
ასე რომ იყოს, ღმერთი ყველაზე მჩატე იქნებოდა,
არადა თავით ფეხამდე დარწმუნებული ვარ,
რომ ის გაჭირვებით მიათრევს მუხლებს,
რომელზეც წაწყმედილი ადამიანები გადასარჩენად ეკოწიალებიან,
პერანგზე ამწყდარი ღილებივით.

გახსოვდეს, ყოველთვის მოიძებნება ისეთი მდინარე,
რომლის ფსკერზე მიბმულს ხავსსაც
შუაწელზე მოხვევ ხელებს,
მაშინ, როდესაც წყალწაღებული იქნები.

იმ დღის მერე იგრძნობ,
როგორ დედდება შენს წილ ფანჯრებში მზე.
და მე,
შენი სიმძიმით წელშიგაწყვეტილი
მსწრაფლ მოგაშორებ თვალიდან თითებს,
სინათლის დასანახად.

შენ მხოლოდ ჩაისუნთქე,
ფილტვებში დაიგუბე ნიაღვარივით შემოჭრილი სული და
თვალები გაახილე...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1064 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0