Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - მეთევზეები / qeti sikharulidze - metevzeebi - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:59 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - მეთევზეები / qeti sikharulidze - metevzeebi


11:59 AM
ქეთი სიხარულიძე - მეთევზეები / qeti sikharulidze - metevzeebi


ყველა მხრებზე ბადემოგდებული მეთევზე
გოლგოთას გზაზე ჯვარაკიდებული ღმერთი მგონია, ახმედ.
შენ მათგან არაფრით განსხვავდები.
ყოველ ღამით,
როცა ზღვა ამოანთხევს ნამთვრალევ კენჭებს და მოქცევა დაიწყება,
მე ფეხაკრეფით მივდივარ სველ ბამბუკებთან და ვფიქრობ,-
როგორ უსიცოცხლოდ ებღაუჭებიან ყვრიმალებდაბერილი თევზები მარჯნის რიფებს
და საბოლოოდ ეწირებიან წყლის ტორტმანს.
ამ დროს ყოველთვის მახსენდება,ის დღე,
როცა ერთიანად ჩავეშვი შენს ხორბლისფერ მკლავებში
და გულწასულს მიმეძინა.
იმ საღამოს შუა წელში იწვოდა ზღვა,
ცეცხლი ეკიდა ჭიპლარივით წაგრძელებულ,
ნებაზემიშვებულ ჩვენს ნავს და
გაღმა ნაპირზე საჭმელზეგულაცრუებულ შვილებს
ლილისა და ახმედის სიყვარულზე უყვებოდნენ დედები.
მას შემდეგ ყოველდღე ვეძებ სიმშვიდეს შენში.
ცა ისე ახლოა,
ლამის, ორივე ხელით შევწვდე და კუდივით მოვაცალო ღრუბელი,
რომ წყლად ვაქციო ყველაფერი და
თევზებად ჩაგიფშვნა მოუხეშავ ხელისგულებში მერე.
შენს იქით იწყება ზღვა,-
ნიჟარისსუნიანი თითების იქით.
მე არ შემიძლია, გამოვიცნო, რისთვის ეწამები შენ,
თუმცა გამთენიისას, მზის ამოსვლამდე რომ დაადგები
დამტვერილ, ეკლებიან გზას,
ასე მგონია, ნაზარეველი ხარ და
ზღვა იუდასავით გიცდის.
შებინდებისას შენზე ადრე ქარი უბრუნდება ბულულებადაშლილ ჩვენს მიწურს
და შენამდე შენი ხელების სუნი მოაქვს.
მე ვიცი,
ის კაბა უნდა ჩავიცვა,
ღუზებიანი, მოლურჯო კაბა
და თხელი ბეჭები თმით დავიფარო.
შენ მოხვალ
და ვეღარ გაგისწორებ თვალებს.
ასე იქნება მუდამ,
ასე იქნება იმ დღემდე,
ვიდრე ყელშიმორჩილებაამოსული ზღვა იუდასავით არ გიღალატებს.
მერე მეც აღარ ვიქნები, ახმედ
და წყალი გარიყავს ჩვენს მარილიან, სამფეხა სკამებს,
ნიჟარისსუნიან პერანგებს
და ყველაფერი მკვდარი თევზებით დაიფარება...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1141 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0