Загрузка...
ქეთი სიხარულიძე - სურათი წიგნში / ლექსების გამოფენა / qeti sikharulidze - surati tsignshi / leqsebis gamofena - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:48 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ქეთი სიხარულიძე - სურათი წიგნში / ლექსების გამოფენა / qeti sikharulidze - surati tsignshi / leqsebis gamofena


12:07 PM
ქეთი სიხარულიძე - სურათი წიგნში / ლექსების გამოფენა / qeti sikharulidze - surati tsignshi / leqsebis gamofena


ზოგჯერ ხდება და არ გახსოვს,
რომ შვილი ხარ,
რომ წინაპარი გყავდა,
რომელიც ჭამდა ღერღილის საჭამადს,
წელში გადატეხილი, რძიანი სიმინდებით მოზელილ, უმ მჭადებს,
სისხლს უწურავდა ყურძენს...
მერე ტოვებდა ცოლს,
შვილივით მხრებზე მოიგდებდა იარაღს და
იღუპებოდა...
ზოგჯერ, როცა ფეხმორთხმით ზიხარ აბრეშუმისმკლავებიან სავარძელში,
სვამ რომელიმე ქვეყნიდან ჩამოტანილ ჩაის,
გაცვია თეთრი ან უფრო რძისფერი რაღაც,
რომელსაც ჰქვია ან არ ჰქვია კაბა,
უყურებ „შინდლერის სიას“,
ცრემლს ღვრი ბანაკში ამოხოცილი ებრაელებისთვის,
ზურგზე კი ცოდვასავით გაწევს შენი ტყუპისცალი მეხსიერება;
ან ზოგჯერ:
როცა შენს წვივებს და ფანჯრებს თითქმის ერთდროულად ეხება
სუმბულის ყვავილებით თავბრუდახვეული სიგრილე,
წამოისხამ მოთბო სამოსელს
და კითხულობ:
ხარ ხუთას რომელიღაც ერთ გვერდზე
და გადადიხარ ხუთას რომელიღაც ორზე ,
იქ კი კამორელი ყაჩაღივით, შენს გამოჩენაში ლოდინით ფერმილეული სურათი გხვდება,
რომელზეც
დგანან: შენი წინაპარი, რომელიც ჭამდა ღერღილის საჭამადს,
მეზობელი, რომელსაც დედა უზელდა რძიანი სიმინდების მჭადებს
მეორე მეზობელი, რომელსაც ასევე ძლივს-ძლივობით გაჰქონდა თავი,
სხედან: ქალები,
მუხლთან ოდნავ, მკრთალად აჭრილი ბაცი კაბებით
მათგან ერთი,- შენი წინაპრის თანამეცხედრე,
რომელსაც სიმწიფით ასკდება ოდნავაჭრილი კაბა მუცელთან,-
ხვდები, რომ იქ, იმ სიმწიფეში, მხართეძოზეა წამოწოლილი ის,
ვისიც შვილი ხარ.
და მზეშიამოვლებულ სურათს აწერია:
ათას ცხრაას ორმოცდაერთი წელი.
ფიქრობ, რომ-
ეს წიგნია, რომელმაც მხრებით მოიტანა კადრი, რომელიც უნდა გენახა,
რადგან ზოგჯერ ხდება და არ გახსოვს, რომ
წინაპარი გყავდა,
რომელიც ტოვებდა სიღარიბის სუნით დამხრჩვალ სამფეხა სკამებს,
ჭვარტლით გამურულ ბუხარს,
შიმშილს- სიკვდილთან შესახვედრად,
მამლის ყივილამდე გაღვიძებულ სოფელს,
შეგრილებულ კერას,
ხორბლისფერი მტევნების სუნში გაწოვილ ნამზეურებ, თბილ ქვეშაგებს,
დამწიფებულ ცოლს,
და მიდიოდა...
და მერე ცოლი,
როგორც თალხისფერი დღე,
დგებოდა ადრე და დგებოდა მზის ამოსვლამდე,
რომ მოესწრო
ღერღილის საჭამადის გაკეთება შვილისთვის.
მისი ღვარცოფი უფრო ამუქებდა თივის სუნით შეზავებულ, მოლურჯო კაბას
და გახატებულ სურათს,
რომელსაც ზურგზე ბედივით ჰქონდა მიწერილი
ათას ცხრაას ორმოცდაერთი წელი.
და როცა ოთახის შეუზეთავ კარს ააჭრიალებდა შვილი,
რომელიც იმ წელს მხართეძოზე იყო წამოწოლილი დედის გახლეჩილ თეძოებს შორის,-
ის ხელის ზურგით შეიმშრალებდა ჩაღამებულ თვალებს
და მორიდებით შეაცურებდა ნოტიო, რბილ სურათს წიგნში,
რომელიც ხელში გიჭირავს ახლა
და რომელმაც მხრებით მოიტანა ეს კადრი შენთვის.
მერე ხდება და იმახსოვრებ,
რომ შვილი ხარ …
რომ ხარ შვილი …
და ჩვილი ბავშვივით მკერდში ისვენებ ომისსუნიან წიგნს,
როგორც ამქვეყნიურ ქრისტეს...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1217 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0