Загрузка...
ანი მატისი - იბიცა - მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე / ani matisi - ibiza - mogzauris samotkhe dedamitsaze - 1 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 6:22 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 1 » ანი მატისი - იბიცა - მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე / ani matisi - ibiza - mogzauris samotkhe dedamitsaze


12:18 PM
ანი მატისი - იბიცა - მოგზაურის სამოთხე დედამიწაზე / ani matisi - ibiza - mogzauris samotkhe dedamitsaze


ბალეარის კუნძულების არქიპელაგი.ხმელთაშუა ზღვა.
Ibiza -როგორც გოა და ბერლინის “liebe parad”
ადგილობრივი „ჯეკი-ბეღურები“ ცხოვრებას იზღვევენ
ნაპირზე,-სადაც მზეს ღრუბელი არასდროს არ ფარავს.

მე,-შავი მონოკინი,თეძოზე გაკვანძული ყვითელი პარეო.
შენ,-შავგვრემან მხრებზე მოგდებულს ატარებ მაისურს,
თვალებით ნარუჯი სხეულის კიდურებს, ქურდივით იპარავ.
-ლაიმის წვენი მინდა!-და შენ მე ამ თხოვნას მისრულებ.

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.

კლუბი “Pacha” -სკენ მივეშურებით მოტოროლერით.
(ნაღებისფერი მზე დაეშვა ჰორიზონტზე ნარმის აფრებად).
კლუბურმა რიტმებმა დედამიწა ხელისგულზე ამოატრიალა
და გაოცებული ჩვენი მზერა გავს ბუდეში ჩიტის შეფრენას.

შენი თვალების 105-იანი ობიექტივი შორს უკვე აფოკუსებს
ტატუირებული გოგოები სტრიპტიზს რომ ცეკვავენ,-ლაკონურს...
ვუკვეთავთ „mohito”-ს და პიტნის ფოთლების მაგივრად ფიკუსი
ამწვანებს Rideli -ის ჭიქას და,- ამდენ ემოციას დაერთო კოლაფსი...

და ასე მარტივად....

გვიმრები შეზლონგის თავზე რომ ჩრდილებად შეუღლდნენ,
თაფლის თვალები კი,ზღვას ცისფერ ლინზებად ირეკლავს
და მზიდან აწყვეტილი სხივები გვეყრება ღილებად
არ ვიმჩნევთ არც ერთი,-ვსხედვართ და მივირთმევთ კარამელს.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1239 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, shemoqmedeba, ლექსი, პოეზია, ლექსები, შემოქმედება, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0