Загрузка...
ანი მატისი - გუილა ჰალასი (ბრასაი) იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად / ani matisi - guila palasi brasai igive parizis tvali anu fo - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:14 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - გუილა ჰალასი (ბრასაი) იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად / ani matisi - guila palasi brasai igive parizis tvali anu fo


4:21 PM
ანი მატისი - გუილა ჰალასი (ბრასაი) იგივე “პარიზის თვალი” ანუ ფოტოალბომი ლექსად / ani matisi - guila palasi brasai igive parizis tvali anu fo


პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, - მონპარნასი...
პარიზულ ოტ-კუიზინზე ბრმად შეყვარებული ჩამოდის ბრასაი და,-
ქალაქიც გაჟღენთილა ფერფლად ქცეული გი დე მოპასანით.
გზა მართლაც რთული იყო ტრანსილვანიის ქალაქ ბრასოდან...

სადგური მონპარნასი. გზა გრანვილიდან-ტულუზამდე და მერე, უკან.
ქალი შეიხდენს მაცდურ პროფილს დამტყდარი ცეკვის.
ხმაურს სადგურზე ფანტავს ნელი სუნთქვა და ცეკვა “gavotte”,
შავი კაბის ქვეშ დამალულ კერტებს, გუილა ჰალასი თვალებით ეკვრის.
ობიექტივის მიღმა კი დილემა: ან უნდა იცეკვო ან უნდა გალოთდე!

სახელოსნოში მზემ ყველა სარკმელს ჩაუხსნა ღილი.
“ჟილოს პორტრეტი”,-ხატავს პაბლო და კოცნის საფეთქელს...
დაჰყურებს,- მერე თაფლისფერ გუაშს მიაწვდის ღმერთი
და თითქოს მხატვრის გული ამ ტილოზე უნდა აფეთქდეს,
მზედაუშრეტელს ეხლა წითელ ღვინოში ერთვის...

კრეპ სუზეტი და თუნდაც პეშ მელბა.”ღამის პარიზი”და პოეტთა კაბარე.
ფარგი და პრევერი სასმელს მიირთმევენ (პორტვეინს მაღალი ფასი აქვს).
ჰენრი მილერი შემოდის კარიდან და ისევ ”კირჩხიბის ტროპიკი”. დილემა:
“ბიგ სური” განიხილონ ისევ თავიდან (იცნობენ მილერის ხასიათს),
“ვარდისფერი ჯვარცმა” თუ ყველაფერს აჯობებს ბოჰემა დილამდე.

მაღალ ბაკლებს გამშრალ ყელში ადგება ნერწყვი.
და ქალ მარგალიტს,- ნიჟარაში დარჩენილს უბრად
კაბარეს ცხელი სუნთქვა უხსნის საკინძეს და,- უხმობს გარსონს დანანებით:
- იქნებ მომართვათ “სოვინიონი”, (არ ვეტანები სიტკბოს და ნუგბარს!)
- გირჩევთ. “პერინიონის სახლის”, pinot noir-ის ჯიშის ღვინოს (მცირე ტანინებით).

პარიზის სამხრეთი. სენის მარცხენა სანაპირო. ოლქი მე-14.
რასპაის ბულვარის კვეთა და იქვე, - მონპარნასი...


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1183 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0