Загрузка...
ანი მატისი - “სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”.... / ani matisi - samoseli pirveli anu shen, ro - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:30 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - “სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”.... / ani matisi - samoseli pirveli anu shen, ro


4:24 PM
ანი მატისი - “სამოსელი პირველი” ანუ შენ, როგორც დომენიკო და მე, როგორც სიტყვა “მაშასადამე”.... / ani matisi - samoseli pirveli anu shen, ro


ჰალე!-ასე მოგმართავ დომენიკო. მე-ანა-მარია!
ქალი, რომელიც არ გეკუთვნის,-შენი ცოლია.
შენ გაურბიხარ ამ რიტუალებს და ამ სოფელს, მიზნად ისახავ
შენ კანუდოსში დამკვიდრებას და არ გცალია,
რომ მე ვდგევარ და გელოდები ისევ ხის სახლთან.

შენ დაიღალე ვერცხლისფერმერქნის ხესთან ამბორით.
მიწის ბელტისგან შენ შექმენი ქალი ტერეზა-რიტუალური მეძავი, კახპა.
ვხედავ რა ვნებით ეწაფები და ხელები შენი, მის გავას აკრავს.
გრძნობას, რომელსაც უწოდებდი “კაკტუსის ყვავილს”, ჩემი სულიდან ამოხაპე
და შენს ფრჩხილებსქვეშ ჩამჯდარ მიწას, ზედ აწერია –იაფი მარკა!

მე ტანსაცმლიდან მოგლეჯილ მომცრო ნაჭრებს,-რასაც ცეცხლში ვყრი,
თან გავაყოლე შენი სიტყვებიც: ”მიყვარხარ მადამ”!
“ცეცხლი სითბონარევ ამ ნაკუწებს ცამდე აიტანს” -ერთად ვიწამეთ
ეს რიტუალი! შენ გაემგზავრე კამორაში, სადაც ალბათ დარჩები მუდამ.
მე კი წვიმის დროს, ცარიელ თიხის ჭურჭელს,ისევ ჩამოვზიდავ ციდან-მიწამდე!

.........................................

წლების მერე კი, დავინახე შენი საცოლე, ლამაზი როგორც სიტყვა “მოიისფრო”
და შენც შეცვლილი, მის გვერდით იდექი, როგორც სიტყვა, ”გავძეხი”, მე კი ისეთი ვიწრო
კაბა მეცვა,-სუნთქვაც კი მიჭირდა! ორივე შეჩერდით სოფლის წინ ჯიხურთან.
მე განზე გავდექი, როგორც ზედმეტი სიტყვა, ”მაშასადამე”. ამ ბოლო სუნთქვასაც ვიწერ
და,-რომ არ შემცივდეს, ამ სოფლის კარებს შენთვის საბოლოოდ მივხურავ!

Ani matisi 2011


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1343 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0