Загрузка...
ანი მატისი - გოგონა, სახელად „იალაპა“ (ნახევრად მექსიკური განწყობა) / ani matisi - gogona sakhelad „ialapa“ (nakhevrad meqsikuri gantskoba) - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:40 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - გოგონა, სახელად „იალაპა“ (ნახევრად მექსიკური განწყობა) / ani matisi - gogona sakhelad „ialapa“ (nakhevrad meqsikuri gantskoba)


4:27 PM
ანი მატისი - გოგონა, სახელად „იალაპა“ (ნახევრად მექსიკური განწყობა) / ani matisi - gogona sakhelad „ialapa“ (nakhevrad meqsikuri gantskoba)


თებერვლის თოვლიან ღამეში, სამყაროს პირველად ევაჭრე
და მერე ჭრიდი და კერავდი ცხოვრებას,- შენივე თარგებით.
ხანდახან ერთობი, ფიქრობ, რომ სამყაროს ცენტრი ხარ (აჭარბებ,
ან იქნებ ასეც თვლი)ვერ იტან წინასწარ დადგენილ თარიღებს.

იესო მალვრედის ბიუსტით შეიქმნი განწყობას, მექსიკურს
და ფრიდას პორტრეტთან დათესავ, ოთახში, ტკივილის ჩითილებს.
ბევრ გზაზე შეცდი და იარე ცხოვრების სხვაგვარი რაკურსით,
ღმერთს ელი, რომელიც შენს ცოდვებს, კაკაოს მარცვლებად ჩაგითვლის.

და ღამე, როდესაც დაკლული კრავივით ცას შემოიტყავებს,
დატუშულ წამწამის კვალს ტოვებ ბალიშზე, რომ თითქოს გეძინა,
არადა უბრალოდ იწექი, ეძებდი გრძნობების ნატყვიარს,
რომელიც მრავალჯერ დატოვეს შენს გულში. და ახლა აძაგებ

იმას, რომ შენც გიპყრობს ეჭვები, თითქოს ხარ ის ვუდუს თოჯინა,
რომელსაც ტკივილი გაურჭეს ნემსებად, იმ გულის არეში,
რომელშიც ახარებს, მზის ამოსვლა ბებიის ნაჩუქარ თუჯის
ქვაბიდან. და ხშირად დაღლილი, ვეღარ ძლებ ცრემლების გარეშე.

წამწამთა ჩრდილებქვეშ დანესტილ თვალებსაც, ფხიზლად ძლივს იკავებ,
(თვალების მოჭუტვით, ნელ-ნელა ამცირებ სინათლეს ოთახში).
და მერე გახედავ დამტვერილ თაროზე გადაშლილ კავაბა-
ტას, რომელიც არ არის შენი, უბრალოდ ცოტახნით გათხოვეს.

დრო-ნოტარიუსი ბებიის ანდერძით გადმოგცემს ნაოჭებს,
იცი და არ გინდა, თიშავ გონებას ან უბრალოდ ორთქლდები
ცხადიდან, (ჩაივლი სო-კალოს მოედანს) და მერე გაეჭვებს,
რომ დღემდე ვერავინ ვერ სცნობს შენს ღიმილში, მოწყენის მთქნარებას.

(და თუმცა არ გიყვარს) ყოველდღე მიირთმევ ყავას და კარამელს.
( ღრუბლებდაბერილი, შენს თავზე, ბოღმისგან ცისფერი ცა მოწყდა)
ტუჩსშორის გაწეპილ სიტყვებს კი, ხანდახან ენითაც ილოკავ,
რომ იქნებ გაქრეს და საკუთარ თავთანაც არასდროს წამოგცდეს.

წვიმის დროს, (უსაქმურ გროვიდან, კენტებად დაშლილი ბიჭები)
დედაზე თვალჩაკიდებულნი, თავს რომ აფარებენ თბილ კუთხეს,
შენ მაშინ გადიხარ გარეთ და სველდები. ხვდები, რომ სჭირდები
დედასაც, რომელზეც სულჩაკიდებული,- მუცელში გაკურთხეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხანდახან ერთობი, ფიქრობ, რომ სამყაროს ცენტრი ხარ (აჭარბებ,
ან იქნებ ასეც თვლი)....


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1218 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0