Загрузка...
ანი მატისი - წუღამესტები / ani matisi - tsughamestebi - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:27 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - წუღამესტები / ani matisi - tsughamestebi


4:28 PM
ანი მატისი - წუღამესტები / ani matisi - tsughamestebi


ოთარ რურუას

ნაკვერჩხლიანი გიყვარს სიმღერა, მღვიძარი მეხრის.
ლექსად მიგიბამს შუქი ზევით,- ღრუბლის ბაგაზე.
კეთილი სიტყვით, ღელის შროშანი თავს როცა მიხრის
იღიმი, თითქოს მაგ ბაგეზე დილა დაბანგეს.

ცივ სიღრმეებში როგორც კალმახი,-სულია შენი.
(შუქი ვერასდროს გააშიშვლებს თევზის ნაირფერს)
უხედნი ლექსებს, პოეზიის მთის თვალად მშვენი
ფანდურის ხმაზე, ცად არწივი ძერას აიფრენს.

სევდა თვალებში,- სარკმლის წინ, რომ გიზის ხუნდებად,
ვიცი რაც გტკივა, (მე რაც მტკივა ეგეც ხომ იცი).
კეთილი საქმით, კარგი სიტყვით გაგიხუნდება,
სახეს-ღიმილი, შენ,- ნაბადად მთები მოიცვი.

ცა-მიტკალია. ერთდროს ჩვენით მიტოვებული.
კალოზე უფალს ჩვენი ფიქრი შეუკრავს ძნებად.
ერთი სოფლიდან მეორეში გადააქვს ტივით
მზე ამოსულა ყანიდან და,- ცის ჭრილში ძვრება.

გამშრალ სიმინდის და კვამლის სუნი აუდის სოფელს.
არწივი ღრუბელს ნისკარტს გაკრავს,-ნესტიანდება...
შენ კი მზენასუნთქ მაგ შენს სითბოს მარცვლებად მოჰფენ,
გმოსავს სამოსი, პოეზია-წუღამესტებად!

Ani matisi 2011


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1395 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0