Загрузка...
ანი მატისი - Sozinho ბრაზილიურად/ ani matisi - Sozinho braziliurad - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:45 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - Sozinho ბრაზილიურად/ ani matisi - Sozinho braziliurad


4:29 PM
ანი მატისი - Sozinho ბრაზილიურად/ ani matisi - Sozinho braziliurad


თვალწინ გიდგამენ კონსტრუქციებს,პაპაი-მაშეს.
ალეგორიულ მარხილებში
ადგილს იკავებ.
აღლუმის ფრთებში შავ უკანალს აგითამაშებს,
ჯერ „მესტრე-სალა“,
გიტარა და კოვაკინიო.

გაცდი სამბადრომს.გაუყევი რიოს ფაველებს.
(აღლუმის ფორმას გირჩევნია
ძველი ტიარა).
თითქოს არ გინდა იმ ექსტაზურ რიტმში ჩაეფლო,
და მარტოობას საკუთარ თავს,
ძალით ატენი.

ვიწრო ოთახსაც ვეღარ ირგებ სხეულზე,-გიჭერს.
(კორკოვადოზე ხელგაშლილი
მოჩანს იესო).
საკუთარ თავთან,სანამ ბოლო გრძნობას ივაჭრებ,
ძილი გჭირდება,
ერთი კარგად,რომ დაისვენო.

მარტოობას კი,შენს ბალიშთან უჩანს ყვრიმალი.
და თავს გაბეზრებს ისევ თხოვნით,-
ფინჯანი ყავის.
უარს ვერ ამბობ,(თუმც სიფხიზლეს ძილად აყალბებ),
-აი, ინებეთ!
მე ხომ სუნთქვაც,თქვენ გაგიყავით!


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1075 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0