Загрузка...
ანი მატისი - P a s a y k a m u y (ფერწერა) / ani matisi - pasaikamuo (fertsera) - 2 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 5:10 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 2 » ანი მატისი - P a s a y k a m u y (ფერწერა) / ani matisi - pasaikamuo (fertsera)


4:34 PM
ანი მატისი - P a s a y k a m u y (ფერწერა) / ani matisi - pasaikamuo (fertsera)


ნათია პაპიძეს

შენ ყოველ დილით ანდებიდან ამოგყავს მზე და
ხელისგულებზე, ფეხმორთხმული გიზის იანტი.

* * * * * * * * * * * * * * * * * * *

სხეულს გიფარავს კოჭებამდე ვიწრო ტუნიკა,
უპეებისქვეშ მზე გიფეთქავს,- სავსე ნაპალმით,
შენა ხარ ქალი, უდაბნოში როგორც კურტინა
და ზურგით ზიდავ ტკივილებით სავსე საპალნეს.

ჰა! - თითო პეშვი სული ასვი ქვადქცეულ ძეგლებს,
დაჰბერე სუნთქვა, დადუმებულ ქვათა მხარეში,
(მზეზე მოხალულ მტვერის გემოს სანამ გაუძლეს)
სანამ კვნეტისგან კიდევ შეგრჩა ტუჩზე შარლახი,

ნუ ფიქრობ რადგან ქალი ხარ, რომ ვინმე დაგინდობს,
ყველა ტკივილი სამხრეთის ქარს გაუნიავე.
ხედავ? მაჯებზე დაყრდნობილი ღამე-ინდიგო
როგორ ირწევა, რიდისაგან მოწნულ ნავებში.

როგორც თეთრეულს, მდინარეში სულსაც ავლებენ
ყველა სიზმარი გაატანე მიდი, მანტაროს
(შორეულ სტეპზე შენს ცოდვებად ხტიან ლამები)
რეცხავ სიზმრებს და ერთი გრჩება,-ცხადი ატარო.

სანამ მკვდარ ქალაქს ნისლები და სიჩუმე დახრავს,
სანამ უაზროდ გაგრძელდება დროის ფერმატა,
ართავ ქსოვილებს შენითმისფერ, ყვითელი-ოხრა
რომ ყველა კადრი, ყველა წამი შენით დაფერო.

ეს ქვად ქცეული მზე-ქურუმიც მიდი, გაწირე
რიტუალისთვს, გაუწითლე გული ლაკმუსით.
მერე შეხედე მდინარეზე როგორ ირწევა
მკვდარი ქალაქის, უცნაურად ჭრელი ალსეკო.

* * * * * * * * * * * * * * * * * * *

შენ ყოველ დილით ანდებიდან ამოგყავს მზე და
ხელისგულებზე, ფეხმორთხმული გიზის იანტი.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1369 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: shemoqmedeba, poezia, ლექსი, შემოქმედება, ლექსები, პოეზია, leqsebi, ხელოვნება, xelovneba, khelovneba | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0