Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ხევსურთა მხარე / mikha khelashvili - khevsurta mkhare - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:04 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ხევსურთა მხარე / mikha khelashvili - khevsurta mkhare


4:14 PM
მიხა ხელაშვილი - ხევსურთა მხარე / mikha khelashvili - khevsurta mkhare


ამ ჩვენს გუდელა ხევსურეთს
მთები აქვს შამოხვეული,
ჰყარაულობენ გულადნი
სუ მაღლა თავაწეულნი
მათის გმირულის თვალიდან
ცრემლ-წყაროდ გადმოთხეული,
არაგვი მირბის კვეხნითა
როგორც ქორწილში წვეული.
მთებსა და ჭალებს დაუქრის
ნიავი გადარეული,
შემოდგომისა ხეები -
- ფერადის ფოთლით ხვეული.
მთათ ტყის ნადები ახვევავ,
თავებ აქვ ჩამონგრეული,
ისევ ამ წესით ცას სჭვრეტენ
ვით წინათ იყვნენ ჩვეული.
ღმერთსა მოუცავ იმათთვის
სუყველა მზა-მზარეული,
ფარად კლდენი ჰქონ გმირებსა,
ხმლად - ღელენ ბაწაეული,
ქიმთ ყაბალახად დეკა აქვთ
შავ ფერად გადახვეული
დეკა-რომელსა ფოთოლი
ზედა აქვს მრავალწლეული,
და ესე შემოსილები
წევს მთები როგორც სნეული,
გვერდებშია აქვს თოვლები
ქარისგან გადმოთხეული,
ქარ არ ასვენებთ დღე-ღამეს
ისი ჰყავთ გადასეული.
ზოგს რო შაჰხედო წყრული სჭირს,
გვერდი აქვს ჩამორღვეული,
ზოგისად იტყვი, მთვრალია
ისრ არის გადაწეული.
თოვლით შალესავს გლუვადა
ზამთარ რო მოვა წყეული.
ისიც უკანვე წავალის
ზაფხულით გადახრწნეული.
მოვა ზაფხული ლამაზი,
ჯადომქმნელი და გრძნეული.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1062 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0