მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - წუთისოფელი ოხერი / mikha khelashvili - tsutisofeli okheri
4:16 PM მიხა ხელაშვილი - წუთისოფელი ოხერი / mikha khelashvili - tsutisofeli okheri
ნურავინ იტყვის, ვილხინოთ და ჭირი გაგვითავდება, ოხერო, წუთისოფელო, ისვრი ჩუმ-ჩუმად ბადესა.
ზოგს საიდუმლოდ მიაგდებ, ზოგს საქმედ უზამ ცხადებსა, ბოლოს ინანებს მწარედა, ვინც პირველ დაიქადებსა.
გაწითდენ მთისა მწვერვალნი, მზენი სამუდმოდ ჩახდესა. სიბნელე თავზე დამესხა, სინათლეს ცრემლი გაჰყვესა.
ეხურვის მთათა აჩრდილი, მზე ვეღარ ჩამოაგდესა, ჩასულსა მზესა მიწითო, მტირალი სხივი ჩაჰყვესა...
გულის ღიმილნი წავიდეს, უფსკრულსა შიდან დარჩესა. მთისა ყვავილთა მშვენება სიბნელით უნდა გაქრესა...
ლაღს გულსა მწარე ტკივილნი ვაჰ რა უდროოდ შაჰხვდესა, გულს მოცინარსა, ამაყსა სიმწარის დაღნი დასდესა,
ამ წუთისოფლის ტალღათა არავინ ააზატებსა. არვის აღირსებს მოლხენას ლხენაზე ჭირი დართესა;
ლხინს ვერავინ ისრულებს, გული ნაღველთა დასწვესა. რა არი, ასე ტიალი საწუთრო რამრა აწესა.
არა შველს ქვეყნის გამჩენი, ვინც რო კეთილი დათესა, არც საწყლის შამბრალებლისა ავ-კარგი დაინახესა.
არც შრომა დარჩა მშრომლისა, ვინც ფრიად დაიქანცესა. ვის ღვთისგან ჰქონდა იმედი, აღარცა იმათ შარჩესა.
საწუთრო არ აბედინებს - ავს და კარგს ყველას დასცემსა, კაცს საიდუმლო აჩრდილად უჩუმრად უკან დასდევსა;
ბედნიერსა და უბედურს, დაუჩვეველსაც დასჩვევსა; კარგი და პატივდებული ბოლოს ცრემლებსაც დასთხევსა,
გულსა მოულავს უენოდ, სიცოცხლეს მწარედ დაჰლევსა, წამი ყოფილა სუყველა, კაცი ტყუილად დაჰკვლევსა!
გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..
|
კატეგორია: ლექსები |
ნანახია: 1176 |
დაამატა: InterestingSite
| ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
|
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0
|