Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ცაო, მიყვარხარ / mikha khelashvili - cao, mikvarkhar - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:16 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ცაო, მიყვარხარ / mikha khelashvili - cao, mikvarkhar


4:16 PM
მიხა ხელაშვილი - ცაო, მიყვარხარ / mikha khelashvili - cao, mikvarkhar


ცაო, მიყვარხარ, მზე-მთვარე
შენზედა ვლიან, ცხრებიან,
დღისით მზე ხარობს შენს გულზე,
ღამით ვარსკვლავნი სხდებიან.

ცაო, ფიქრისა ტალღანი
შენს უფსრულს ვერა სწვდებიან,
მზე-მთვარე-მასკვლავთა ჯარნი
ყველანი დაბლა რჩებიან.

მაღალო ცაო, უსაზღვროვ,
შენ თვალნი ვერ აგწვდებიან,
დასწვიმს ჰაერი ზეცითა,
ღრუბელნი შაიყრებიან.

ხმა საშინელი გამოვა,
როდისღა დაიჯრებიან.
გადაჰყრის ქარის სიმძლავრე,
მუხებიც მიიხრებიან,

არსნი შენ ქვეშე მდგომარნი,
ცაო, შენ გელოდებიან.
ნუ დაუზოგავ შენს მადლსა,
წყალობას გეთხოვებიან,

საღამოს ხანსა ნისლები
ნელ-ნელ დაინთქმებიან.
ცაო, ეგ შენი უფსკრულნი
მაკვლავით გაივსებიან.

ცისკარი ნათობს დილასა,
ჰაერნი სხვაფერდებიან,
საღამოს მობრწყინვალენი
ცთომილნი მიმქრალდებიან.

მალე მზეც მოჰფენს სხივებსა,
მთის წვერნი დაწითლდებიან
და ცვარნი, დილის ნამცვრევნი
ბალახზე დაიდებიან.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1165 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0