Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილს / mikha khelashvili - qaquca cholokashvils - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:31 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილს / mikha khelashvili - qaquca cholokashvils


4:18 PM
მიხა ხელაშვილი - ქაქუცა ჩოლოყაშვილს / mikha khelashvili - qaquca cholokashvils


ჯერ ისევ არის ზაფხული, არ დათოვლინან მთანია,
ფშავ-ხევსურეთის კლდეებსა შავნიცა ჰქონდა ფხანია,
შიგ ვცხოვრობთ ფშავნი-ხევსურნი, სალი კლდის შვილნი-ძმანია,
უნდა მივიღოთ ამბავი დროების მონაგანია,
ქაქუცა ჩოლოყაშვილი მოქროლავს როგორც ქარია,
თან ახლავს ქართლის შვილები - თითო ლომისა დარია.
ბინას დასდებენ ფშავშია, სადაც მაღაროს კარია,
ქალაქით მოჰყვა ლაშქარი, რომელიც მუხლით მალია,
პურის ჭამაზე ნასხდომებს დაგვხვიეს თოფის ალია,
ჰაი გიდი, ჩოლოყაშვილო, გულად გდებია ტალია,
პატარა რაზმის უფროსო, ხარ მარდი კამანდარია,
მკვდარი შეჰყარე მკვდარზედა, რო თივის საბინდარია,
ფშავლებს გადაეც ნადავლი იმათგან ანაყარია,
სიკვდილზე ნუ დაფიქრდები, ყველა იქ მიმავალია,
იქ დაგხვდებიან ქართველნი, ვინც სამშობლოსთვის მკვდარია.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1101 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0