Загрузка...
მიხა ხელაშვილი - ფიქრი შურდული / mikha khelashvili - fiqri shurduli - 8 ოქტომბერში 2014 - პოეზიის სამყარო
შაბათი, 2024-11-23, 7:20 PM
მოგესალმები სტუმარი | RSS

პოეზიის სამყარო

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 8 » მიხა ხელაშვილი - ფიქრი შურდული / mikha khelashvili - fiqri shurduli


4:29 PM
მიხა ხელაშვილი - ფიქრი შურდული / mikha khelashvili - fiqri shurduli


რა ძლიერი ხართ შურდულებრ
ფიქრებო ქვეყანაზედა,
ჰაერის ლურჯო სიმაღლევ,
უზენაესო ჭკვაზედა,
ფიქრი იმასაც სცილდება,
სად შენი ბოლო თავდება.
დაენატრება გონებას
ის უხილავი არსება,
რაიც აბრუნებს ფიქრებსა,
სრულ რომ არის და სავსება...
ღრუბელთა ზედან ტრიალებს
უმწვერვალესი განგება,
იქ არ არსებობს სალხინო,
არც არა დაიტანჯება,
არც ნათელია, არც ბნელი,
არ უნდა სანთლის ანთება,
არცა მზე ათბობს, არც მთვარე -
ამოვა, ანდა ჩახდება,
იქ არც თენდება დილითა,
არც საღამოთი ღამდება,
თუმც არის მიუწვდომელი
ფიქრი მაინცა წვავდება.


გამოხატეთ თქვენი აზრი მოცემული ლექსის შესახებ კომენტარის სახით!..




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1335 | დაამატა: InterestingSite | ტეგები: poezia, ლექსი, პოეზია, ლექსები, mikha khelashvili, leqsebi, მიხა ხელაშვილი, leqsi, mixa xelashvili, leksebi | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:


შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  ოქტომბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0